top of page

„ეს არის უკვე ყველა ჩარჩოდან ამოვარდნილი ტყუილი…“ – გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძის განცხადებას...

Writer: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

31 იანვარი, 2022

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება:

„საქართველოში ჩინური ვაქცინების გამოყენება უნდა შეჩერდეს, ვინაიდან უკვე არსებობს არაერთი კვლევა, რომ ეს ვაქცინები დაბალეფექტიანია, განსაკუთრებით კოვიდის ახალი შტამების წინააღმდეგ (დელტა/ომიკრონი).

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის დღევანდელი განცხადება, თითქოს „ჩინური ვაქცინების ბუსტერი ეფექტურია“ – ეს არის უკვე ყველა ჩარჩოდან ამოვარდნილი ტყუილი“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს:

„ომიკრონის“ წინააღმდეგ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ბუსტერებიც ეფექტურია. „ომიკრონის“ შემთხვევებში რეინფიცირება მაღალია. ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს „დელტა“, მათაც ემართებათ. დღეს ჩვენი მთავარი მოწოდება უნდა იყოს, – ყველა ადამიანი, ის მილიონ ორასი ათასი ადამიანი, ვინც აცრილია ორჯერადად, მიბრძანდნენ ამცრელ პუნქტებში და გაიკეთონ ბუსტერი. ახალი კვლევებით, – ინოფარმის“ ბუსტერი, ანუ მესამე დოზაც სერიოზულად გამოიმუშავებს მანეიტრალებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. ბუსტერი, როგორც „ფაიზერით“, ისე „სინოვაკით“ თუ „სინოფარმით“, აუცილებელია“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




 
 
 

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page