top of page

„ეს არის ფაქტები!.. 6 თვის გასვლის შემდეგ ფაიზერის ეფექტურობა ნაწილობრივ მცირდება“ – გიორგი ფხაკაძე

Updated: Feb 18

22/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


„ისრაელში „ფაიზერით” ვაქცინაციამ საკმაოდ კარგი შედეგი გვაჩვენა. რატომ?! „ფაიზერი“ იცავს მძიმე ჰოსპიტალიზაციისგან:

91.8% – 50 წლის ქვევით ასაკის ადამიანებში,

85.2% – 50 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში,

ისრაელში კოვიდის “აფეთქება” არის ძირითადად:

არავაქცინირებულებში – რატომ ? ისრაელის მთელი მოსახლეობის მხოლოდ 58% არის სრულად ვაქცინირებული!

ვაქცინირებულებში – რატომ? ვინაიდან 60 წელს გადაცილებულებში ვაქცინაცია დაიწყო პირველად 2020 წლის დეკემბერში და უკვე ვხედავთ, რომ 6 თვის გასვლის შემდეგ ფაიზერის ეფექტურობა ნაწილობრივ მცირდება.

ეს არის ფაქტები,

გამოსავალი – რა უნდა ვისწავლოთ, ისრელისგან:

ვაქცინაცია ფაიზერით 12 წლის ასაკიდან,

ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) ყველას 50 წლის ასაკის ზევით და ქრონიკული პაციენტებისთვის

უნივერსალური (ყველგან/ყველასთვის) სამედიცინო პირბადე

ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება/დისტანციის დაცვა

ვისწავლოთ ამ ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრება ეს შესაძლებელია“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

#ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze


1 view0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page