top of page

„ეს არის ჩემი მოკლე ანგარიში და ჩემი მადლიერება… საქართველოზე ორიოდე სიტყვის თქმა უფრო მეტ საქმეს...

Updated: Feb 20, 2023

12/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს:

„განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ მარიამ ჯაშს, რომელიც მაშინ პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და უცხოელი სტუმრებისთვის პარლამენტში მაღალი დონის ტექნიკური შეხვედრა უზრუნველყო. Mariam Jashi

ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც საქართველოდან უცხოეთში მეხმარებოდა. ჩვენ გვყავს ძალიან პროფესიონალი ელჩები და უმაღლესი პილოტაჟის დიპლომატები. მაგალითად, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და სხვები,ისინი საქართველოსთვის ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. Kaha Imnadze

ვცდილობდი, ყველა ანგარიშში პოზიტიური კუთხით წარმომედგინა ჩემი სამშობლო. ყოველთვის ვცდილობდი, საქართველო ყოფილიყო რადარებზე და ყოველთვის ელაპარაკათ საქართველოზე იქ, სადაც საჭირო იყო! არ არის აუცილებელი, ტრანსფარანტებით იარო, ზოგჯერ ჩუმი საუბარი, საქმიანი სადილი საჭირო ადამიანებთან მანჰეტენზე ან ჟენევაში და საქართველოზე ორიოდე სიტყვის თქმა უფრო მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე მრავალათასიანი მიტინგი. ეს არის გლობალური დიპლომატია. საქართველოს ჰყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან და კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარებიან.

ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თანამშრომლობისთვის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტს, სადაც ლექციებს ვკითხულობ 2007 წლიდან. სხვათა შორის, მე ვიყავი პირველი, რომელმაც დავიწყე ონლაინ ლექციების ჩატარება. ეს არის ინოვაციაზე და ხარისხზე ორიენტირებული უნივერსიტეტი.

ეს არის ჩემი მოკლე ანგარიში და ჩემი მადლიერება“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


8 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page