top of page

ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა – გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

29/06/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ისრაელში და დიდ ბრიტანეთში, სადაც „დელტა“ შტამი დომინანტია, სიკვდილიანობი საკმაოდ დაბალია.

როგორც ფხაკაძე განმარტავს, ეს შედეგი მაღალეფექტური იმუნიზაციის პროცესითა რის განპირობებული.

„ციფრები ჯიუტია

ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი … ორივე ქვეყანაში კორონა ვირუსის „დელტა“ ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! – სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! – მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად..

ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ „ბონუსებს“ … საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ.

ყველაფერი კარგად იქნება

ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-virusi-ukve-damartskhebis-gzazea-giorgi-fkhakadze-sasikharulo-informatsias-avrtselebs/


1 view0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page