top of page

ეს იქნება მედიცინაში დიდი აფეთქება, ამას თავად ნახავთ … – გიორგი ფხაკაძე ვაქცინის შექმნის დეტალებზე

25/11/2020

მე, გიორგი ფხაკაძე გეტყვით, არ დაგიმალავთ – გაიკეთეთ ეს ვაქცინა. მერე თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით,- ასე მიმართა მოქალაქეებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ პირდაპირი ჩართვის დროს, სადაც მან ვაქცინის შექმნაზე მუშაობის სტანდარტებსა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა ფარმაკოლოგიური კომპანია ცდილობს თავისი პროდუქტი გაასაღოს. მაგრამ საქართველო უნდა დაელოდოს არა ამერიკის, ან რომელიმე ქვეყნის გადაწყვეტილებას, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავლილ ყველა ექსპერტიზას. „მართალია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც ბევრი შეცდომებია, მაგრამ მე მაქვს იქ მუშაობის გამოცდილება და ვიცი რა ხდება შიდა სამზარეულოში. იქ არიან ძალიან ბევრი ექსპერტები და ამასთან მათ ჰყავთ კიდევ დამატებით, მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები. იქ ძალიან მკაცრია იურიდიული სამსახური და მკაცრად კონტროლდება, რომ რომელიმე ექსპერტი არ იყოს დაინტერესებულ კომპანისთან კავშირში. როცა იქ ექსპერტი ამბობს თავის მოსაზრებას, ის არის ნამდვილად დამოუკიდებელი. ეს არის პლუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ამიტომაც არის ბევრი კომიტეტი. რადგან თუ რამე „გაიპარება“ ერთ კომიტეტში, ის ვერ გამოეპარებათ მეორეში. შეჯახება მოხდება აზრების და შესაბამისად, არაფერი გამოეპარებათ. ამიტომ, დაუჯერეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ის გეტყვით, თუ რომელია კარგი. დანარჩენი არის სპეკულაცია. ახლა მეორე: მთლად კარგი ამბავიც არ მაქვს – სამწუხაროდ, დიდი, მდიდარი ქვეყნები მოიქცნენ არასწორად. ამ ქვეყნების ნაწილმა დაიწყო ფარმაკომპანიებთან მოლაპარაკება. გადაიხადეს წინასწარ ფული და უთხრეს,რომ როცა შენ ამ წამალს გააკეთებ, მე მომყიდე 50-100 მილიონი. აქედან გამომდინარე, თუ მომავალ წელს გვექნება ვაქცინა, ხელმისაწვდომობა იქნება ძალიან რთული საკითხი. ბევრი მეკითხება ეს ვაქცინა სავალდებულო იქნება? – ვაქცინა ვერ იქნება სავალდებულო, მაგრამ თქვენამდე ეს ვაქცინა მოვა? – აი ეს არის კითხვა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ვაქცინა ჩვენამდე მოვიდეს. ვაქცინის ფასი იქნება 20-25 დოლარი. -70 გრადუსი უნდა ამ ვაქცინას. ქარხანაში რომ დამზადდება -70 გრადუსზე უნდა იყოს, მერე მას სჭირდება ტრანსპორტირება. ბრიტანეთშიც კი არ აქვთ ისეთი ინფრასტრუქტურა რომ ეს შეინახონ და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა საქართველოში? – ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიქნებით. ვაქცინაზე წვდომა იქნება პრობლემური. ეს დამოკიდებულია ტრანსპორტირებაზე, ფინანსებზე და ა.შ“,- ამბობს ფხაკაძე. ფხაკაძის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ვსაუბრობთ ვაქცინაზე მაგრამ არ ვიცით რა ვაქცინაა. „ეს როგორ არის იცით? – აი, ცოლი მომყავს. დაგპატიჟეთ. დეკემბერში მაქვს ქორწილი, მაგრამ არავინ იცის ვინაა პატარძალი. ზუსტად ეს მდგომარეობაა. საშიშროება არის ის, თუ ჩვენ ვიჩქარეთ და და ნაჩქარევი ვაქცინა გავაკეთეთ, ის გამოიწვევს უკუშედეგს. რას გამოიწვევს გლობალურ პრობლემას და ამ უკუჩვენების ფონზე ხალხი აღარ დაიჯერებს რომ კარგი ვაქცინა არსებობს და მას აღარ გაიკეთებს. მე გპირდებით, თუ მე გეტყვით, რომ ეს ვაქცინა გავიკეთე და ეს არის კარგი ეს რეკლამაში არ ჩაითვლება. ასევე გთხოვთ, „ანტივაქცინის მოძრაობის“ წარმომადგენლებს – ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ. ვაქცინა იქნება. ორი აზრი არ არსებობს. ამის პარალელურად გაჩნდება სხვა დაავადების წინააღმდეგ ახალი წამლები და ვაქცინები გაჩნდება. რადგან ამ ვაქცინაზე მუშაობის პროცესში იქნება შეცდომები, რაც სხვა დაავადებებზე დადებითად იმოქმედებს. 2-3 წელიწადში წლიდან მედიცინაში იქნება დიდი აფეთქება, ამას თქვენ თავად დაინახავთ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






2 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page