top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

“ეს კოვიდგადატანილების 25%-ს ემართება… კვლევები მაქვს ნანახი, რომელიც ჯერ არც დაბეჭდილა”

11/01/2021

კოვიდგადატანილებს 25%-ს დეპრესიული მდგომარეობა აქვთ და კარგად ვერ იძინებენ, – ამის შესახებ გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “ფეისბუქ live-ის” დროს განაცხადა. “კვლევების მონაცემები მაქვს ნანახი, რომელიც ჯერ არ არის დაბეჭდილი, მაგრამ მალე დაიბეჭდება. იქ იყო საუბარი, რომ დაახლოებით 25% ადამიანების, ვინც გადაიტანა კოვიდი, კვლევა გვეუბნება, რომ რჩება დეპრესიული მდგომარეობა, ადამიანი კარგად ვერ იძინებს. ვითომ ხომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ძილში აქვს პრობლემა, ვერ იძინებს კარგად. მე არ ვიძახი, რომ ყველა, მაგრამ 100 ადამიანიდან, ვინც კოვიდი გადაიტანა 25 კარგად ვერ იძინებს. ასევე არის დეპრესიული მდგომარეობა ადამიანი დეპრესიაში ვარდება, არაფერი არ მოწონს, ყველას ეჩხუბება, ცუდ ხასიათზეა, ცუდ პოსტებს წერს”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე. ფხაკაძე ურჩევს მოქალაქეებს დღე-ღამეში იძინონ არანაკლებ 8 საათი, რადგან უძილობა ამცირებს ადამიანის შრომისუნარიანობას, მოქმედებს მის ხასიათზე და აუარესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას. “ძილი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, დღეში 8 საათი უნდა დაიძინოთ. როცა ნაკლები ძილი გაქვს, იმუნური სისტემა ჩამოდის ქვევით, თქვენ არახართ ძლიერები, თქვენ საქმეს ვერ აკეთებთ. როცა უძილობა გაქვს, ეს მოქმედებს მთელს თქვენს სისტემაზე და სხვა დაავადებებზე. დეპრესია ისეთი რამაა, რომ ძალიან რთულია და ოჯახის წევრების, მეგობრების და ფსიქოლოგის დახმარებაა საჭირო”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil





2 views0 comments

Kommentarer


Post: Blog2_Post
bottom of page