top of page

ეს მაგარი ამბავია! …​ კიდევ ერთი კვლევა ინდურ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტზე – გიორგი ფხაკაძე ახალ...

08/06/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას ეპიდვიტარებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ამჟამად ექსპერტი, რამდენიმე ახალი კვლევის შესახებ წერს. კერძოდ საქმე ეხება ფაიზერის ვაქცინას.

„ფაიზერის კიდევ ერთი კვლევა ინდურ და სამხრეთ აფრიკულ ვარიანტზე-​ ფაიზერი მუშაობს მე-2 დოზის შემდეგ, მაგრამ მე-3 დოზის ბუსტერი მაინც დაგვჭირდება როდის ?! ან 6 ,ან 9 ან 12 თვეში …ფრთხილად იყავით …“-წერს ფხაკაძე.

გარდა ამისა, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი მეორე ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის წამლის სააგენტომ დაიწყო “მოდერნა”-ს ვაქცინის 12 წლიდან გამოყენების განხილვა.

„ევროპის წამლის სააგენტომ დაიწყო “მოდერნა”-ს ვაქცინის 12 წლიდან გამოყენების განხილვა. “მოდერნა” მიყვება “ფაიზერს” … ეს მაგარი ამბავია“,- წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




1 view0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page