27/09/2021
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სქრინებს აქვეყნებს და წერს:
“ანტივაქსერების უაზრო სტატუსების ტირაჟირება მედიაში – ეს რა უბედურებაა!!!
თვითშეგნება, თვითკონტროლი და, საერთოდ, საღი აზრი რომ დაატანოთ ზოგჯერ, არა?! ეს კომენტარი მედიას (ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად).
ნახეთ ერთი, ამ “ბატონის” პოსტი
ვინ არის, საიდან არის, რა უნდა, რომელ სამყაროშია?
მე რომ მკითხო, ასეთი პიროვნებები არიან უფრო საშიშნი, ვიდრე “ალქაიდას” ტერორისტები და შესაბამისი ორგანიზაციები ზუსტად ასეთი პირების შესწავლაში უნდა ხარჯავდნენ დროს.
მედიას ვურჩევ, ჩვენი სამხრეთ მეზობლის (თურქეთის) მაგალითზე ისწავლონ (პოლიტიკაზე აქ საუბარი არ არის). თურქეთში ვერსად ვერ ნახავთ ანტივაქსერების პოსტებს/ გადაცემებს და ა. შ. შედეგი– თურქეთში მოსახლეობის 80%-ზე მეტი არის აცრილიჯანმრთელობას გისურვებთ”
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments