top of page

„ეს სამწუხარო ფაქტია…. ბატონ ცერცვაძესთან დებატებში არ შევალ, რადგან მან ეთიკის კოდექსი დაარღვია“

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

22/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ ,

გირჩის“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძისა და ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის დებატებს ეხმაურება:


„დამსახურებულ სპეციალისტ“ თენგიზ ცერცვაძეს პოლიტიკოსთან დებატებში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, ამით პოლიტიკური პარტიის რეიტინგი მაღლა ასწია. თენგიზ ცერცვაძე პოლიტიკური ფიგურა გახდა, ეს სამწუხარო ფაქტია. არის დრო, როცა ადამიანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გადავიდეს პენსიაზე, ან ჩაერთოს მხოლოდ აკადემიურ საქმიანობაში. სამწუხაროდ, ის პოლიტიკური ფიგურა გახდა.


მე, გიორგი ფხაკაძე დებატებში ჩემზე უფრო დაბალ პროფესიონალთან, სპეცალისტთან მონაწილეობას არასდროს მივიღებ. უკაცრავად, მაგრამ რა შუაშია პოლიტიკოსი ჯაფარიძე და ჯანდაცვის ექსპერტი ცერცვაძე. ვერ მივხვდი, რატომ ჩატარდა ეს ე.წ სატელევიზიო დუელი. კარგი იქნებოდა, ცერცვაძე თავის აკადემიურობას და სამედიცინო საკითხს დაუბრუნდეს. ნაკლებად გააკეთოს პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, რომელსაც ხშირად ამბობს. ცერცვაძე სამედიცინო პრეპარატს არეკლამებს, რითაც ეთიკის ნორმებს არღვევს.


მასთან მე სუფთა სამედიცინო ეთიკის ძალიან დიდი პრეტენზია მაქვს. გუშინ სტატია წავიკითხე, სადაც ამბობდა, რომ ვიღაც-ვიღაცეები “რემდესივირს“ ცუდ რეკლამას უკეთებენო. ცერცვაძემ ეთიკის ნორმა დაარღვია, ის ფარმა-კომპანიას, სამედიცინო პრეპარატის რეკლამას ეწევა, რომელიც ჯანმომ გამოაცხადა 2020 წელს და კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არაეფექტურია.


ექიმი რომ ხარ, ვალდებულებაა, რომ პაციენტს უმკურნალო. ამისთვის არც მადლობას და არც მედლებს ველოდებით. როცა ადამიანი ავად არის, უნდა უმკურნალო. არ არის საჭირო საუბარი იმაზე, რომ კარგ საქმეს აკეთებ. ამაზე ცერცვაძემ პასუხი უნდა აგოს – რატომ შემოდის ქვეყანაში პრეპარატი მისი ხელმძღვანელობითა და წაქეზებით, როცა ჯანმომ წამლის გამოყენება აკრძალა.


არგი იქნება „სამი მუშკეტერი“ პოლიტიკიდან მედიცინაში თუ გადავა. საჯარო პირებმა საკუთარი საუბარი უნდა აკონტროლონ. ბატონ ცერცვაძესთან დებატებში არ შევალ, რადგან მან ეთიკის კოდექსი დაარღვია, რომლის დაცვაც ექიმს ევალება. მესმის კოლეგიალურობა, მაგრამ საზღვრები არ უნდა გადაკვეთოს“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page