17/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„ვისაც სოფელი გაქვთ, ეს ფუფუნება გამოიყენეთ და იყავით სუფთა ჰაერზე. ხალხთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამცირეთ. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. იყოლიეთ ექიმი მეგობრები. რამე რომ მოხდეს, რეანიმაციაში ადგილს იშოვით.“
მისი თქმით, საქმე იქითკენ მიდის, რომ ამ ქვეყანაში ვირუსი ჩაქრობას არ აპირებს. „საქართველოში პროცესზე პასუხისმგებელი პირები ყველაფერს აკეთებენ, ვირუსი უფრო გავრცელდეს. გაქანებული ეპიდემიაა და არაფერი არ არის დაკეტილი. კომენდანტის საათს უკვე აზრიც არა აქვს, კარანტინის კონცეფციამ მნიშვნელობა დაკარგა.
ნუ აწვალებთ ხალხს, ბარემ მოხსენით ეს კომენდანტის საათიც. დაამატეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ერთადერთი, რაც დარჩენია მთავრობას, მოუწოდოს ხალხს პირბადის გამოყენებისკენ, დანარჩენი ქვეყანაში არც ერთი ღონისძიება არ მუშაობს და არაეფექტურია.
ვითომ„ვაქცინაციისპროცესი“ უმაღლესი დონის „დაბოლებაა“. ქვეყანას სჭირდება 4 მლნ დოზა ვაქცინა.
ჩვენსთავს თავად უნდა ვუშველოთ, ხომ ხედავთ. ნუ ნერვიულობთ, იცით, რაც უნდა გააკეთოთ. პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა. თუ მაინც ამოყოფთ საავადმყოფოში თავს, სანთელი და ეკლესია, სხვა გზა არ არის დარჩენილი.
იმედია, ზაფხულში, ამ თვის ბოლო კვირას ნელ-ნელა ჩაცხრება ეს ვირუსი თავისი ბიოლოგიური ციკლის მიხედვით. ზაფხულში დავისვენოთ, ენერგია მოვიმარაგოთ. გვახსოვდეს, ვირუსი არსად წავა. სექტემბრის ბოლოს მეოთხე ტალღა გვექნება. მოვემზადოთ.
ახლა 1 მილიონი ვაქცინაც რომ ჩამოიტანონ, მეოთხე ტალღას ვერ ავცდებით. მეოთხე ტალღას რომ ვაცდეთ, უნდა გავაკეთოთ მოზრდილი მოსახლეობის 70% ვაქცინაცია. ამას ვერ აკეთებენ. შესაბამისად, დატკბით ზაფხულით, ფრთხილად იყავით და მოემზადეთ“, -აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments