top of page

„ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება არის საჭირო. კარგი იქნება, ამ სამედიცინო პერსონალს ჯიგრების...

16/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვირუსის სეზონურობიდან გამომდინარე, ზაფხულის პერიოდში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება, რაც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის დასანერგად, მათ შორის, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხითაც.


ვირუსი არსად არ წავა, სეზონურია. ზაფხულში ის იქნება უფრო ნაკლები მკვლელი, უფრო ნაკლებად აგრესიული. სეზონურობა ნიშნავს, – ის მაინც ვრცელდება, მაგრამ არ არის ისეთი საშიში. ანუ რეანიმაციულ განყოფილებებში არ ამოვყოფთ თავს. ამისთვის = ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.


მე კი არ ვამბობ, მეცნიერება ამბობს, -2023 წლამდე ეს ვირუსი, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში იქნება. ამიტომ, საჭიროა დაგეგმარება 2023 წლამდე. ფრხილად უნდა ვიყოთ, -იგივე შეცდომები, რაც შარშან გვქონდა, ხელახლა არ დავუშვათ.

ზაფხულში გვექნება დრო, როცა ჩვენ ამოვისუნთქებთ. რეანიმაციულ განყოფილებაში არ იქნება ხალხი. უფრო ნაკლები იქნება სიკვდილიანობა, მძიმე პაციენტები. გვექნება დრო, ექიმებმა დაისვენონ.


სასწრაფოდ, ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება არის საჭირო. კარგი იქნება, ამ სამედიცინო პერსონალს ჯიგრების ძახილის და ჯილდოების მაგივრად, ხელფასები დაურიგოთ. არ შეიძლება სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ადამიანს 250 ლარი ჰქონდეს ხელფასი. მიუღებელიც არის და აკრძალულიც უნდა იყოს”,- განაცხადა პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


1 view0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page