top of page

ექიმი რძალი ან სიძე მოიყვანეთ და დაწყნარდებით – გიორგი ფხაკაძის რჩევა

28/08/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე პანდემიის დროს ოჯახის ექიმის საჭიროებაზე საუბრობს.


როგორც ფხაკაძე ამბობს, არასწორია ადამიანების მხრიდან სიმპტომების გარჩევა სოციალური ქსელით, საჭიროა ყველას ჰყავდეს საკუთარი ოჯახის ექიმი, რომელმაც უკვე იცის თუ რა სჭირს ამა თუ იმ პაციენტს.

„ასე ფეისბუქზე დაწერა, მე ეს მჭირს რა ვქნა? – არასწორია. ეს იგივეა მკერავთან ონლაინ რომ უთხრა, ჩემი ზომა არის ეს, მე მიყვარს ყვავილები და კაბა შემიკერეო – როგორ ? ეს კაბა ხომ არ იქნება კარგი? იგივეა მედიცინაც.


აქ ყველაზე მნიშნველოვანია ოჯახის ექიმი. წელიწად-ნახევარია გეუბნებით, რომ ჯახის ექიმი გყავდეთ. თუ არ გყავთ შეიძინეთ, გაიცანით. რაღაც ქენით, ბოლოს და ბოლოს რძალი ან სიძე მოიყვანეთ, დაწყნარდებით, რომ ოჯახის ექიმი გეყოლებათ. ოჯახის ექიმი არის ადამიან, რომელმაც თქვენს შესახებ იცის ინფორმაცია და დაგეხმარებათ მკურნალობაში“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page