top of page

„ვაფრთხილებდი… პრობლემაა.ვერ მოგვცემენ…“-გიორგი ფხაკაძე

Updated: Feb 20, 2023

05/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ის რამდენიმე ათასი დოზა არაფერს ნიშნავს. პრობლემაა „ასტრაზენეკას“ მეორე დოზასთან დაკავშირებით.

ვაფრთხილებდი, „ასტრაზენეკას“ პარტია ორ ნაწილად გაეყოთ, შეიძლება, მეორე დოზისთვის ვეღარ ჩამოეტანათ, ასეც მოხდა. მეორე პარტია ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ახლა თვითონ სჭირდებათ და ვერ მოგვცემენ. იმის შანსი, ,,ასტრაზენეკას” მეორე დოზა თავის დროზე ჩამოვიდეს საქართველოში, არის ნული“.


4 მაისს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. „ფაიზერით“ 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 294 252, გარდაიცვალა 4 163 პაციენტი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page