19/01/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ფაიზერმა” 1 კვირის წინ შეაჩერა ვაქცინის მიწოდება. არავინ იცის, სინამდვილეში რატომ შეაჩერეს. ვაქცინა ბაზარზე არ არის. საქართველოს საკოორდინაციო საბჭო არ იღებს გადაწყვეტილებას რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში, ჩვენ ამისი არც ფინანსური და არც პოლიტიკური უნარი არ გვაქვს. შევხედოთ რეალობას თვალებში.
ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული „ფაიზერის“ ვაქცინაა. ჯერჯერობით, კონტრაქტების მიხედვით, „ფაიზერის“ ვაქცინა არ არის კოვაქსში. საქართველო მიიღებს იმ ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და იქნება დაკონტრაქტებული კოვაქსის მიერ.
ეს არის რეალური მოცემულობა. ჯერ-ჯერობით, ვაქცინა ბაზარზე არ არის. შეიძლება შემოვიტანოთ, 1000-2000 ვაქცინა, ეს კი საქმეს არ აკეთებს. საქართველოსნაირი კიდევ180 ქვეყანაა. ჩვენ ვართ რიგის ბოლოში… „ფაიზერმა“ შეაჩერა 1 კვირის წინ ვაქცინის მიწოდება. სინამდვილეში, მართლა არავინ იცის რეალურად რა ხდება“, – განაცხადა პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის” ეთერში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments