top of page

ვაქცინა რთული ფორმებისგან დაგიცავთ, თორემ ის, რომ კოვიდი არ დაგემართებათ, – ეს არის ტყუილი!

Updated: Mar 23, 2023

07/04/2021

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ვაქცინა კორონავირუსის ინფიცირებისგან ვერ დაგვიცავს, მაგრამ მისი რთული ფორმები იქნება თავიდან აცილებული. “ვაქცინაციის მთავარი მიზანია, ვაქცინამ კორონავირუსის რთული ფორმებისგან და რეანიმაციისგან დაგიცვათ, თორემ ის, რომ კოვიდი არ დაგემართებათ, – ეს არის ტყუილი! თქვენ უკვე თუ გქონდათ კოვიდი, მაშინ ხუთი თვის შემდეგ უნდა გაიკეთოთ ან „ასტრაზენეკას“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა (ასაკის მიხედვით) ერთი დოზა, ინფიცირებიდან თუ 6 თვეა გასული, მაშინ ორივე დოზის გაკეთება მოგიწევთ. უწყვეტად მიმდინარეობს კვლევები, ინფორმაციები იცვლება. ეს არის ამ წუთას არსებული ინფორმაცია. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება, მაშინვე მოგაწვდით! მე პასუხისმგებლიანი ხელისუფალი რომ ვყოფილიყავი, მოვიქცეოდი შემდეგნაირად: 60 წლის ზევით ასაკის ადამიანებისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გავაკეთებდი, 55 წლის ქვევით კი „ფაიზერს“. ასტრაზენეკაზე უფრო ბევრი შეკითხვებია. არ არის გამორიცხული, საერთოდ გააუქმონ. ვნახოთ, რას იტყვის ჯანმო, მართალია, შედეგი არის დიდ ბრიტანეთში, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა დაიწია, მაგრამ უკუჩვენებებიც არის.”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






3 views0 comments

ความคิดเห็น


Post: Blog2_Post
bottom of page