top of page

„ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, უნდა დავრწმუნდე, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური...

27/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, უნდა დავრწმუნდე, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური, გიორგი ფხაკაძე მზად არის ვაქცინა გაიკეთოს“, – განაცხადა საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.


პირველ რიგში, ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. აუცილებლად, ვაქცინა უნდა იყოს უფასო. ეს არის ორი კომპონენტი, რომელსაც ჩვენ ვერ ავცდებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ. არავითარ შემთხვევაში ინტერნეტში არ იყიდოთ არც წამლები და არც ვაქცინები, ეს ყველაფერი არის ფეიკი, არასწორია. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არც ერთი ვაქცინა და წამალი არ დაამტკიცა.


ვაქცინაცია დაიწყო უკვე გუშინ, ფაიზერის ვაქცინაცია დაიწყო ევროპაში, მოდერნას ვაქცინა დაემატა კიდევ შეერთებულ შტატებში, ალბათ, ასტრაზენეკაც დაემატება იანვრის დასაწყისში ბრიტანეთში. არ არის მთლიანად, ბოლომდე დამტკიცებული ვაქცინები, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ომის წინა ხაზზე. მთელი მსოფლიო, მათ შორის მეც დავიღალე პირბადით სიარულით. ან ჩვენ ვაგრძელებთ პირბადეებით ცხოვრებას კიდევ ხუთი წელი, ან არის მეორე საშუალება, ეს არის ვაქცინაცია, უნდა იყოს საყოველთაო, ერთადერთი, ვაქცინაცია იმუშავებს იმ შემთხვევაში, მსოფლიოს 70-80% თუ იქნება ვაქცინირებული. თუ იქნება ნაკლები ვაქცინაცია, ეს ვაქცინაცია არ იმუშავებს.


ადამიანი, რომელმაც გადაიტანა კოვიდი, იმას უკვე ვაქცინაცია არ უნდა, იმიტომ რომ მან ნატურალურად მიიღო იმუნიტეტი, რომელიც დაახლოებით 5 თვე ექნება. ამიტომ, ვაქცინაციის პროცესი მარტივი არ არის. ფაიზერის ვაქცინის ბევრი კომპონენტი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გახსნილი. მაგალითად ბავშვებში, ვიცით, რომ 18 წლამდე ადამიანებისთვის და ფეხმძიმეებისთვის არ შეიძლება ფაიზერის ვაქცინა, არ შეიძლება ალერგიული ადამიანებისთვის“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page