top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ვაქცინის შემდეგ ადამიანს გაურთულდა ჯანმრთელობა, როგორ ვადგენთ, ეს იყო ვაქცინის ბრალი...

14/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინების შესახებ საუბრობს:


„ვაქცინებთან დაკავშირებით არაფერი არ არის საპანიკო.“


ევროპის წამლის სააგენტომ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


Johnson & Johnson-ი მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე Pfizer/BioNTech, Oxford-AstraZeneca და Moderna-სთან ერთად გამოიყენებენ.


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, Johnson & Johnson-ი ევროკავშირიდან მიიღო დამტკიცება.


„სიახლეებია ვაქცინების ფონდზე. Johnson & Johnson-ი ევროკავშირიდან მიიღო დამტკიცება. ევროკავშირმაც მიიღო გადაწყვეტილება, ალბათ, ახლო მომავალში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც მიიღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას.


ეს ძალიან კარგი ამბავია. უკვე არის ოთხი ვაქცინა – მოდერნა, ფაიზერი, ასტრაზენეკა და Johnson & Johnson-ი. რაც უფრო მეტი ვაქცინა იქნება, რაც მეტი არჩევანის საშუალება იქნება, მეტი მოთხოვნა იქნება, ფასი დაიწევს და ხარისხი აიწევს. ასტრაზენეკას აქვს ორი ვაქცინა.


გაიხსენეთ პირბადეები. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვაქცინა იქნება თუ პირბადე.


პირველმა მე გაგიზიარეთ კარგი ამბავი Johnson & Johnson-ის შესახებ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიგში არის 15 ვაქცინა. ფაიზერი და ასტრაზეკა დამტკიცებულია. ასტრაზენეკას აქვს ორი ვაქცინა. დანარჩენი ყველა ელოდება.


რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას და მასთან დაკავშირებით ატხეილ აჟიოტაჟს. დავინახე, რომ საქართველოში სამედიცინო განათლების ნაკლელობა ძალიან დიდი გამოწვევაა. ექიმებმა არ იციან, რა უნდა ქნან, შეშინებულები არიან. მათ აქვთ არასწორი ინფორმაცია.ჩასაფრებულები არიან საქართველოში, მე რას ვიტყვი, სჯობს, საქმე გააკეთოთ.


Johnson & Johnson-ის ვაქცინა,


ასტრაზენეკას ვაქცინას ეფექტურობა არის 64%, Johnson & Johnson-ის ეფექტურობა არის 67%, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, ფაიზერი არის ყველაზე კარგი, – 90%-ის ზევით, ეს ნიშნავს რომ 100 კაციდან 90 ადამიანს არ შეხვდება ვირუსი.


რაც შეეხება დანიას. დანიაში გარდაიცვალა ადამიანი. გაიხსენეთ, სკანდინავიაში რამდენიმე პენსიონერი გარდაიცვალა.


გახსოვთ, ყველა ჩქარები მსოფლიოში, სოკო რომ ჭამეს, შემდეგ ძაღლს რომ აჭამეს და გაიქცა, კაცი რომ გაუშვეს ძაღლის მოსაძებნად, ძაღლი მანქანამ რომ გაიტანა.


მილიონობით ვაქცინა არის გაკეთებული. ასტრაზენეკას შემთხვევაში ეს არის პირველი. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან მიხარია, ასეთი დიდი ყურადღება რომ არის. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ერთი თვალი კი არა, მილიონი თვალი უყურებს, რამე პრობლემა რომ არ გაიპაროს და რაიმე ცუდი არ იყოს. თითოული დოზის კონტროლი ხდება.


დაიზერზეც ატეხეს ამბავი და ჩატარდა კვლევა და დაადგინეს ყველაფერი, – მუხუცი იყო და დაიღუპა ასაკის გამო.


მე მგონია, იგივე სიტუაციაა დანიასთან დაკავშირებითაც. კარგია, რომ ყველა ეს ქვეყანა შეშფოთდა და გააჩერეს ვაქცინა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ახალია ვაქცინა… „ბოლომდე არ არის შემწვარი ხაჭაპური“.


როცა გეშინია, შეჩერდი, კეთდება კვლევა და შეფასება. შემდეგ კი გააგრძელე.


რამდენიმე ათეული მილიონი გაკეთდა ასტრაზენეკას ვაქცინა და დაახლოებით 30 ადამიანს ჰქონდა გარკვეული უკუჩვენებები, რომელმაც გაიარა რამდენიმე საათში, რამდენიმე ორი დღე იყო საავადმყოფოში. ეს არაფერი არ არის. იცით, რამდენი ადამიანი იღუპება პარაცეტამოლით? ადამიანია და ბუნება.


აბსოლუტურად ყველა წამალს უკუჩვენება. არ მესმის იმ ექიმების, რომლებიც ამბობენ, რომ არ გირჩევთ ვაქცინის გაკეთებას ან მოგიწოდებთ ვაქცინის გაკეთებისკენ. ექიმს ევალება და მისი საქმეა, რომ მოგცეს სწორი ინფორმაცია.


საქართველოში, მაგალითად, ქალბატონ მაროს, ხულოდან, გაუკეთეს ვაქცინა და ხუთ დღეში გარდაიცვალა. წარმოდგინიათ, რა მოხდება საქართველოში? – ვაქცინა გაუკეთეს და დაიღუპა ქალი.


სწორედ ამიტომ ვამბობ, ჯანდაცვაში ელექტრონული სისტემა არის საჭირო, რომ ვიცოდეთ,რა სჭირდა ამ ქალბატონს, რა გათულებები ჰქონდა, რომ დადგინდეს, ვაქცინით დაიღუპა თუ სიბერემ მოკლა და სხვა… შეიძლება, რაღაცაზე ალერგია დაემართა, ჰქონდა რაიმე ალერგია და ვაქცინას დააბრელებენ, იტყვიან, რა თქმა უნდა ვაქცინაზე დაემართა ალერგია. ამიტომ არის საჭირო, ყველაფერში იყოს გამჭვირვალობა. რა უფრო გამჭვირვალეა სისტემა, მით უფრო გულღიად ისაუბრებენ.


კარგი ჯანდაცვის სისტემა ნიშნავს, რომ 90% კარგია. ჩვენთან კი 90% პრობლემაა და10% კარგია. რა თქმა უნდა, არიან კარგი ექიმები და კარგი სპეციალისტები, მაგრამ სისტემა არ გვივავარგა.


საქართველოში ვაქცინა შემოვა 10 მარტს. ასობით ექიმი მწერს, – „ბატონო გიორგი, მეშინია ვაქცინი გაკეთება!“ სამედიცინო პერსონალს არ აქვს მიწოდებული სწორი ინფორმაცია, სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღონ.


არ დაგავიწყდეთ, – ვაქცინა არის ნებაყოფლობითი. არ არსებობს, ვინმემ დაგაძალოს.


როგორ შეიძლება, ყველაფერში არაპროფესიონალიზმი,


ერთმა ქალმა მომწერა (მეგონა, ახალგაზრდა გოგონა იყო), თურმე, იმხელა თანამდებობა ჰქონია, გაეროში ვმუშაობო, გული შემიწუხდა, რამხელა ქალბატონი ყოფილა, ისეთი კომენტარი დაწერა, შემრცხვა. მგონია, არ იცის, რა არის გაერო, არ იცის, რა არის ექსპერტი, არ იცის, რა არის გენერალური მდივნის მრჩეველი,


რა რეკლამას აკეთებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი? – არ ამბობენ, რომ სამედიცინო პირბადეა საჭირო, ტუალეტის ქაღალდის პირბადე უნდა გაითოს ადამიანმა?! ერთმეტრიან დისტანციას რომ წერენ, ჯანდაცვის ორგანიზაცია გეუბნება, რომ მინიმუმ ერთი მეტრი უნდა იყოს. ნორმალურ ქვეყანაში, 1,5 მეტრი და 2 მეტრი უნდა იყოს. შენ რომ იტყვი 2 მეტრსაც, ერთ მეტრს დაიცავენ მაინც. შენ როცა ამბობ ერთ მეტრს, ერთ სანტიმეტრს არ დაიცავენ“, - განაცხდა გიორგი ფხაკაძემ.


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


„National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)


მართლა რა ,

პირბადე სწორად ტარება – დაგავიწყდათ “სამედიცინო”,


ხელების დაბანა- დაგავიწყდათ მინიმუმ 20 წამი საპნით ან სანიტაიზერით (მინიმუმ 60% ალკოჰოლი),


ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება 1მ. – დაგავიწყდათ, რომ ეს მინიმუმი არის და სჯობს, 2 მეტრი (რა ვიცი, ევრაპაში ვაკეთებთ განაცხადს 2024 წელს). მაგალითად, ავსტრალიაში, გერმანიაში, იტალიაში, 1.5მ, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1.8მ.


Références:


მერე დაიწყებენ ლაპარაკს ჩემს პროფესიონალიზმზე, ჩემს დიპლომებზე. გააკეთეთ ჩემს დიპლომებზე გადაცემა, ძალიან საინტერესო იქნება. ყველაფერია საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული – სად ვმუშაობდი, რას ვაკეთებდი, რა მაქვს დაწერილი, ნახეთ ეს ყველაფერი და გააკეთეთ გადაცემა… შეგიძლიათ, ჩემს პროფესორებსაც დაურეკოთ და დაელაპარაკოთ!


გაუნათლებლობა ღუპავს ქვეყანას!


ქვეყანაში იწყება ვაქცინაცია და ქვეყანა არის აბსოლუტურად მოუმზადებელი. ჩამოიტანეს ფაიზერის შპრიცები და ასტრაზენეკას შპრიცებზე არავინ საუბრობს. არ მინდა, რომ ვუკბინო… ლაივს რომ ვაკეთებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში ინფრაქტი ემართებათ.


ვინმემ ხომ უნდა გითხრათ სიმართლე, უფრო უკეთესად რომ გააკეთოთ საქმე! არ ვარ არავისი წინააღმდეგი, პერსონალურად არც ერთი ადამიანის წინააღმდეგი არა ვარ. პერსონალურზე ნუ გადახვალთ, თორემ თუ გადავედი პერსონალურზე, – გაგასწორებთ მიწასთან! მაგრამ არ დაგავდივარ! საქართველოში ორი გოჯა ხალხი ვართ, დავეხმაროთ ერთამენთს. ხალხს გააგებინეთ, აუხსენით – ეს არის პლუსი და ეს არის მინუსი, გამოდით და ელაპარაკეთ მოსახლეობას, გააკეთეთ ვიდოები. არ დამკავშირებია საერთოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან არავინ, იმიტომ, რომ ყველაფერი იციან. როცა გგონია, რომ ყველაფერი იცი, ეს გღუპავს შენ. ახლა როგორ უნდა დამირეკოთ?! – გამლანძღეთ, გამთათხეთ, გამასწორეთ მიწასთან! გავაკრიტიკე თქვენი ბროშურა, გამოვაქვეყნე ჩემს ფეისბუქგვერდზე სპეციალურად, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს რომ ენახა და იმის ნაცვლად, რომ მადლობა ეთქვათ, გამლანძღეს, შეუურაცხყოფა მომაყენეს!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ აკეთებს თავის საქმეს. მე იმას არ ვამბობ, რომ ყველა სახლში წავიდეს, პენსიონერი უნდა წავიდეს.

იმიტომ ვლაპარაკობ ამ ყველაფერს, რომ გამოასწოროთ, გააკეთეთ უკეთესი!


ერთმა ადამიანმა მომწერა, ბლოგერი ხარ და ფულს აკეთებო! ერთმა მომწერა, შენ ბიზნესი გაქვსო…


ერთ რამეს გეტყვით და აღარ გავიმეორებ! დავიღალე უკვე ამაზე საუბრით! ყველაფერს ამას მე ვაკეთებ უანგაროდ! მადლობასაც არ ველოდები! რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი, გიორგი ფხაკაძის გადაწყვეტილებით, იმიტომ, რომ ვფიქრობ ეს არის ის, რაც მე უნდა გავაკეთო! ეს არის სიკეთე, რისი გაკეთებაც მე შემიძლია! თითოეული ლაივი,, დახარჯული დრო, თითოეული ინფორმაცია ეს არის უანგარო სიკეთე. მე არაფერს არ ველოდები არავისგან. მადლობასაც არ ველოდები. გაიაზრეთ ეს ძალიან კარგად! არანაირი ფინანსური ინტერესი არ მაქვს! არ ველოდები თქვენგან უკან არაფრის დაბრუნებას! ნუ მწერთ მადლობებს, მირჩევნია, მომწეროთ, რამდენი ნაბიჯი გაიარეთ დღეში, ეს უფრო მესიამოვნება, თქვენ რომ გააკეთოთ თქვენთვის კარგი. მირჩევნია, რომ დაბომბოთ იგივე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, – რატომ არ არის სამედიცინო პირბადე საჭირო?! დაბომბოთ აფთიაქები, დასწიონ ფასები ქვემოთ და ა.შ.


მაგალითად, ვაქცინის შემდეგ ადამიანს გაურთულდა ჯანმრთელობა, როგორ ვადგენთ, ეს იყო ვაქცინის ბტალი, თუ მისი ქრონიკული დაავადების, – დიაბეტის ბრალი?. ამაზე პასუხს ვინ გაგვცემს?! სად არის, ეს სისტემა საქართველოში?! ვინ აკონტროლებს ამას?! ვინ არის პასუხისმგებელი! როგორ უნდა შევისწავლოთ, როდესაც პირველადი ჯანდაცვა რომ არ გაქვთ თქვენ? ერთი ერთი.


მეორე, მოხდა ისე, ღმერთმა დაგვიფაროს და, გარდაიცვალა ვაქცინირებული ადამიანი, აი როგორც დანიაში მოხდა, რას ვაკეთებთ, ატყდა ერთი ამბავი. ჩვენი მედიცინის კორიფეები გამოვლენ და შეისწავლიან ამ მოვლენას?! მეტი არაა, ჩემი მტერი!


მესამე საკითხია, ეს ადამიანი დარჩა ინვალიდი, ვინ ანაზღაურებს მისი მკურნალობის ხარჯებს? ეს ადამიანი მუშაობდა ჯიხურში, ვეღარ იმუშავებს და ვინ გადაუხდის კომპენსაციას? გაგვეცით პასუხი, ეს ხომ ლეგიტიმური კითხვაა. ათასი ლარის წამლები სჭირდება და კიდევ სჭირდება გამოკვლევები, ყოველ ორ თვეში 2000 ლარის, ვინ გადაუხდის ამ თანხას! გარანტია გვაქვს, რომ სახელმწიფო დააფინანსებს?!


ცეჰეპატიტის პროგრამა გადასარევი მაგალითია. ჯერ უნდა გააკეთო მილიონი ტესტი და შემდეგ მიხვიდე ბოლომდე!


მაგალითად, ვისაც აქვს სიმსივნე, იაფიან წამალს დაგიფანენსებენ და ძვირიან წამალს, იმას არა!


პასუხი არავის აქვს. ამბობენ, კანონში შევიტანეთ ცვლილებებიო, გასაგებია, მაგრამ მოსახლეობას აუხსენით, ეს კანონი რას ნიშნავს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ მაშინვე გადაგაგდებენ, ამ ადამიანს შეაგდებენ იმ ჯიხურში, „ქალო, იჯექი იმ ბუტკაშიო! – იქნება ეს პასუხი! როცა ხარ ხალხის სამსახურში, უნდა იფიქრო ხალხის პრობლემებზე!


ხალხმა ინგლისური არ იცის და ზოგს წიგნიც არ წაუკითავს წესიერად შეკითხვა მაქვს ძალიან მარტივი, შეურაცხყოფას არავინ ვაყენებ! გასაგებია, რუსული განათლება აქვთ, მაგრამ თანამედროვე მედიცინაში ყველა მნიშვნელოვანი ლიტერატურა არის ინგლისურ ენაზე, ის, რაც რუსულ ენაზეა, უკვე მოძველებულია, საბჭოთა კავშირის 50-იანი წლების, კომუნიზმი დასრულდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში. თქვენ თუ გაქვთ პრეტენზია პროფესიონალიზმზე და კვალიფიციურ ექსპრეტობაზე, ძველი რაც არის, არის რუსულ ენაზე! სხვა გამოსავალი არ არის! ერთადერთი გამოსავალია ინგლისური ენის შესწავლა და მთელი ამ მეთოლოგიის ინგლისურ ენაზე გაცნობა! რუსულ ენაზე სრული ინფორმაცია არ არსებობს! რუსული ენა ჩაბარდა ისტორიას, ეგ არის მომაკვდავი ენა!


საქართველოში შემოვა ორი ვაქცინა, ორივე არის ეფექტური. საქართველოში ცხოვრობს 3 მილიონი ადამიანი. ამ სამი მილიონიდან იმის შანი, რომ ვინმეს რაღაცა გართულება დაემართოს, რომ გასკდე შუაზე, მთელი ქვეყნის მოსახლეობა რომ აიცრება, 15 კაცზე მეტს არ ექნება რამე გართულება! თქვით ეს ციფრი, გიორგი ფხაკაზემ უნდა ილაპარაკოს ამაზე?! თქვი, რომ იმ 15 ადამიანს მილიონს მივცემო, ყველა სიხარულით გაიკეთებს ვაქცინას. ამ 15 ადამიაიდან, შეიძლება 10 რაღაც შოკში ჩავარდეს და 1-2 საათში გამოიყვანენ მდგომარეობიდან, შეიძლება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხუთი ადამიანი იწვეს საავადმყოფოში ორი დღე“.


ევროპის წამლის სააგენტომ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


Johnson & Johnson-ი მეოთხე ვაქცინა, რომელსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე Pfizer/BioNTech, Oxford-AstraZeneca და Moderna-სთან ერთად გამოიყენებენ.


ნახეთ კიდევ:


გამოცემა „გარდიანი“ ინფორმაციას ავრცელებს:


„ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი და ლატვია „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას აჩერებს. ვაქცინის მიღების შემდეგ ოთხ ადამიანს სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.


ევროპის წამლის სააგენტოში აცხადენენ, ავსტრიაში, ვაქცინის იმ ჯგუფისთვის გაკეთება, რომელიც გამოიყენეს, 49 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. ვაქცინის მიღებიდან ათი დღის შემდეგ, მრავლობითი თრომბოზით, სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნით გარდაიცვალა,


მეორე პაციენტს ფილტვების სისხლძარღვების ემბოლიის დიაგნოზი დაუსვეს, მიმდინარეობს ამ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესი. სისხლის შედედება კიდევ ორ პაციენტს გამოუვლინდა, ამ პაციენტებმა ვაქცინის დოზა იმავე ჯგუფიდან მიიღეს.


ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაქცინამ გართულებები გამოიწვია.ვაქცინის ეს ჯგუფი (ABV5300) ერთ მილიონ დოზას მოიცავს და ევროკავშირის 17 სახელმწიფოს გადაეცა.“



ნახეთ კიდევ:


ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინასთან დაკავშირებით დაწყებული შესწავლის შედეგად, არანაირი დარღვევა არ აღმოჩენილა.


„ამ დროისთვის არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვაქცინაციამ გამოიწვია ისეთი სიმპტომების განვითარება, რომლებიც შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალში არაა ნახსენები“, – აცხადებენ ევროპის მედიკამენტების სააგენტოში.


მათივე ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინის ეს პარტია 1 მილიონი დოზისგან შედგება და ევროკავშირის 17 ქვეყანას გაუნაწილდა.“


ლინკი:




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


4 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page