24/07/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ვეთანხმები სახალხო დამცველის შეფასებას…
ერთი დამატება: არა მარტო “ვაქცინის ნაკლებობა”,არამედ უფრო მაღალეფექტური ვაქცინის ნაკლებობა”…-წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.
ვაქცინის ნაკლებობა შეიძლება, შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევად. ეს საკითხი გასაჩივრების საფუძველი გახდება. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.
-„შექმნილ მდგომარეობას ძალიან კრტიკულად მივიჩნევთ. იმ ვითარებაში, როდესაც ვაქცინა დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, რომელიც ადამიანებს მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან იცავს, ქვეყანაში დღეს ვაქცინა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების დარღვევა. ამ მიმართულებით ძალიან კრიტიკული ვიქნებოდი“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას ლომჯარიას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა:
-„მართლაც უფრო აქტიური უნდა იყოს ვაქცინაციის პროცესი, უფრო მეტად დაცული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. მაგრამ “სიცოცხლის უფლების დარღვევის ბრალდება შეიძლება წავუყენოთ მაშინ, როდესაც პაციენტს, ანუ დაავადებულ ადამიანს არ მკურნალობენ ან არასწორად მკურნალობენ”. ეს კი ქვეყანაში არ ხდება, ვაქცინების ნაკლებობა მთელ მსოფლიოშია, მათ შორის, წამყვან და ძლიერ ქვეყნებში“.
486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.
MD, MPH, PhD
댓글