top of page

„ველოდები, რომ პირდაპირ ეთერში ვაქცინას გაიკეთებენ – პოლიტიკური სპექტრიდან…“-გიორგი ფხაკაძე

13/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



ქვეყანაში ეფექტურ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო; ქვეყანაში ჩავარდნილი ვაქცინაციის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო; აჩვენეთ მაგალითი, აჩვენეთ მზაობა, აჩვენეთ, რომ ხართ ხალხთან ერთად; ველოდები, რომ ხვალ, მაქსიმუმ ორშაბათს, პირდაპირ ეთერში ვაქცინას გაიკეთებენ – პოლიტიკური სპექტრიდან: პრეზიდენტი; პრემიერ-მინისტრი; მინისტრთა კაბინეტის წევრები; ჯანდაცვის სფეროდან: ჯანდაცვის მინისტრი; ჯანდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე; დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძვანელობა; სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების ხელმძვანელები.

ვაქცინის არგაკეთების ნებისმიერი მიზეზი მიუღებელია!!!

სიტყვებიდან საქმეზე გადადით!“ – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიღეს, სპეციალურ მაცივრებში დააბინავეს. ვაქცინა რეგიონებში გადანაწილდება. ვაქცინაციის დაწყება 15 მარტიდან არის დაგეგმილი. თავდაპირველად, აიცრებიან სამედიცინო მუშაკები. უახლოეს კვირებში საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს. მომდევნო ეტაპზე, იგეგმება „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის შემოტანაც.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page