top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ვიდეო: „დღეს მესამედ დავიბადე, სიკვდილს ჩავხედე თვალებში” - რა შეემთხვა გიორგი ფხაკაძეს

05/03/2023

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თავს გადახდენილ ისტორიას გვიყვება.


როგორც ფხაკაძე ამბობს, ცხოვრებაში უკვე მეორედ სიკვდილს ჩახედა თვალებში.


„არ ვიცი სახეზე როგორი ფერი მაქვს. ახლა ჩამოვფრინდი ჟენევიდან სტამბოლში და ცხოვრებაში უკვე მეორედ სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ხომალდი სტამბოლში დაჯდა, გაიარა ცოტა ხანი და ისევ ზევით ავიდა. ხომალდზე როგორი სიწყნარე იყო იცით, კაციშვილი ხმას არ იღებდა. დაახლოებით ნახევარი საათი სტამბოლის თავზე დავფრინავდით და დაჯდომის დროს არსებული სიჩუმის მსგავსი, მთელი ცხოვრების მანძილზე არასდროს მინახავს. სრული შოკი იყო, არ მჯერა, რომ ცოცხალი ვარ. ძალიან დიდი სტრესი იყო.


სომალის გადავურჩი და სტამბოლში, რომ მეხეთქა თავი, ხომ უბედურება იქნებოდა. ხალხო, თითოეული წუთი შეირგეთ. არავინ იცის, რა იქნება ხვალ”, – საუბრობს გიორგი ფხაკაძე.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page