top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ვინაიდან დუმილი უფრო დანაშაულია – არაპროფესიონალური, კორუმპირებული ვაქცინაციის პროცესს ჩაგიგდებთ!

Updated: Feb 20, 2023

20/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი




პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ გვესაუბრება: „გავიდა 2 კვირა. გავიდა 4 კვირა და რა ….“ „ვაქცინაციაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებდი, მაგრამ ახლა რაც ხდება, ვინაიდან დუმილი უფრო დანაშაულია – არაპროფესიონალური, კორუმპირებული, ვაქცინაციის პროცესს ჩაგიგდებთ! გპირდებით!“-გიორგი ფხაკაძე რა ჩინური ვაქცინის შემოტანა?! დაავდებათა კონტროლის ცენტრს (NCDC), ვეკითხები, რის საფუძველზე დაასკვენით, რომ საქართველოში ხალხი ჩინურ ვაქცინას ენდობა? თქვენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ და ვერ გებულობთ საზოგადოების განწყობებს? ვერ გავიგე, რუსეთის აგენტები არიან? მესმის, არაპროფესიონალები არიან, თავის დროზე გავლენიანმა მამიკო-დედიკომ სადღავ მოაწყო და ასე მოდიან, გასაგებია, მაგრამ როცა ასეთ მავნებლობას სჩადიან, ეს უკვე მოუთმენელია! რა არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანა, გაგიჟდით!“


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, ყველა ნაბიჯი არასწორად გადადგეს, ისე, რომ ვისაც ოდნავ მაინც უნდოდა ვაქცინის გაკეთება, იმათაც გადააფიქრებინეს!

„ხომ უნდა დამთავრდეს ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანაში ყველაფერზე ფულის კეთება! პირბაპირ ვამბობ – NCDC კორუმპირების და არაპროფესიონალების ბუდეა! ეს არის ყველაზე მავნე, ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია. შეგიძლიათ, ყველა ჟურნალისტმა დაწეროთ, მე არ მეშინია! ყველა ნაბიჯი არასწორად გადადგეს, ისე, რომ ვისაც ოდნავ მაინც უნდოდა ვაქცინის გაკეთება, იმათაც გადააფიქრებინეს! ჯერ ერთი, ვაქცინას თუ ყიდულობ, მხოლოდ მწარმოებისგან უნდა იყიდო. სად არის მწარმოებელთან გაფორმებული კონტრაქტი?! ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი შეკითხვებია – პირველი არის კორუფცია. შუამავლები 2-3-ჯერ ძვირად ყიდიან. მეორე მომენტი – ჩინეთი ცდილობს ე.წ. მსუბუქი პოლიტიკის გატარებას და არიგებს გარკვეული რაოდენობის ვაქცინას, რომ ზოგიერთ ქვეყნებში ჩინეთის მიმართ კეთილგანწყობა გაზარდოს. ეს ცალკე პოლიტიკური ინსტრუმენტია. თუ გაქვთ გადასაყრელი ფული, იყიდეთ, მაგრამ დაასაწყობეთ და მანამდე არ დაიწყოთ ვაქცინაცია, სანამ ეს ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას არ მიიღებს. ჯანმოს აღიარებამდე ჩინური ვაქცინით ვაქცინაციას თუ დაიწყებთ, მე ვიქნები პირველი ანტივაქსერი ამ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით! 24 საათი ლაივში ვიქნები და ამ ვაქცინაციის პროცესს ჩაგიგდებთ! გპირდებით! არ გაბედოთ! რომ იძახით, უნგრეთის ძლიერი მარეგულირებლის მიერ აღიარებული ჩინური ვაქცინა შემოგვაქვსო. ვინ არის ძლიერი, უნგრეთი კორუმპირებული ქვეყანა, ის ადამიანის უფლებებზე დიდი პრობლემებია და ევროკავშირიდან გაგდებას უპირებენ. პოლიტიკურ კონტექსტს შეხედეთ. ევროპაში ყველამ იცის, რომ უნგრეთის პრემიერთან მაგიდასთან ჯდომა უხერხულია. კორუმპირებულია. და ამ ქვეყნის მარეგულირებელი მაგალითად მოგყავთ?! მაგალითის აღება თუ გინდათ, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის მარეგულირებლების მაგალითს რატომ არ იღებთ?! მე ვამბობ სიმართლეს, არ ვარ არც პოლიტიკაში და არც ბიზნესგარიგებებში გარეული. გგონიათ, ფხაკაძე გაჩუმდება? – არა! აკრედიტაციას მაინც ვაკეთებ. ძალიან რთულ საქმეს მოვკიდე ხელი, მაგრამ ეს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ხარისხის ამაღლებას სჭირდება. მაინც გავაკეთებ ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტ დაავადებათა კონტროლის ცენრტთან მიმუშავია და ვმუშაობ, რჩევებს ვაძლევ. საქართველოდან ჯანდაცვის სამინისტრო, პრემიერი, სხვა თანამდებობის პირები მირეკავენ და რაც შემიძლია, უანგაროდ ვეხმარები. NCDC – თქვენ რატომ არ მომმართავთ დაგეხმარებით, თქვენ მარტო თანამშრომლებს ავალებთ სოცქსელში ჩემს ლანძღვას. მე ვარ ხალხის სადარაჯოზე. რასაც მე ადამიანები მწერენ პირადში, დაბნეულები და რჩევას მეკითხებიან, მე ამ ხალხს ვერ ვუღალატებ. თქვენგან განსხვავებით,. არაფერს ვითხოვ. თანამდებობა არ მინდა, არც პოლიტიკა და არც ბიზნესი არ მაინტერესებს.

ახლა აკრედიტაციას ვაკეთებ, უფულოდ, ჩემი საკუთარი რესურსების, დროის , ენერგიის ხარჯზე – უ ა ნ გ ა რ ო დ!“


მისი თქმით, ზოგიერთებისგან განსხვავებით, ერთი თეთრიც არასოდეს მოუპარავს, ცხოვრებაში ქრთამი არ აუღია, რაც აქვს ნაშოვნი, მისი ხელფასით.

„ზოგიერთებისგან განსხვავებით, ერთი თეთრიც არასოდეს მომიპარავს, ცხოვრებაში ქრთამი არ ამიღია, რაც მაქვს ნაშოვნი, ჩემი ხელფასით. ყველა ჩემი სამსახური მიღებული მაქვს გამოცდების, ტესტების ჩაბარებით, გასაუბრებების გავლით და არა ჩაწყობით! ქვეყანაში არის ორი პრობლემა – კოვიდი და რუსეთის ოკუპაცია. კონცენტრირება უნდა იყოს ამ ორ საკითხზე. კიდევ ვიმეორებ – NCDC არის მავნებელი ორგანიზაცია, ამდენი ხანია, ვყვირივარ, მესამე ტალღა მოდის – რა ზომები მიიღეთ ან თავიდან ასაცილებლად, ან შესარბილებლად? – ა რ ა ფ ე რ ი! ორი კვირის წინ (15 მარტი 2021) გამოვაცხადე, – მესამე ტალღა დაიწყო. სანამ მე არ ვთქვი, თქვენ ხომ ჩუმად იყავით! მაინცდამაინც ფხაკაძეს უნდა ეთქვა?! ახლა ამბობთ, ხო, შესაძლებელია. რა შესაძლებელია – გაქანებული მესამე ტალღაა დაწყებული ქვეყანაში. მე ვთქვი, – NCDC ხელმძღვანელობა უნდა გადამდგარიყო, როცა ქვეყანაში რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს. გასაგებია, პრემიერი პოლიტიკური ფიგურაა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, მისაღებია. მაგრამ ტექნიკური პირები, ვინც ქვეყანაში დაავადებათა კონტროლზე არიან პასუხისმგებელი, რატომ გაჩუნდნენ?! მე რომ ვყოფილიყავი, შეზღუდვები როცა მოხსნეს, ბოლო ხმაზე ვიყვირებდი და არ დავთმობდი, რადგან ეს ქვეყნისთვის საფრთხეა. ასევე ჩემთვის მიუღებელია, როცა ჩინოვნიკები არღვევენ რეგულაციებს და ქეიფობენ. ისინი, პირიქით, წესრიგის მაგალითს უნდა აჩვენებდნენ. ყველა ერთად უნდა ვიყოთ. არ არსებობს პირველი და მეათასე მოქალაქე, უფლებებით ყველა თანაბარია. ეს უნდა გავითავისოთ. ან კიდევ – პირბადეების საკითხი რომ ვერ დაალაგეს, ეს ხომ კორუფციული ამბავი იყო? ფხაკაძეს რომ არ ეყვირა, ახლა ქვეყანაში 2 ლარიანი პირბადეები იქნებოდა და ამაში ვიღაცეები ხელს მოითბობდნენ. ვერ მოინელეს, რომ ფხაკაძემ დაწია ფასები 14 თეთრამდე. ახლა ვაქცინებში უნდა გააკეთონ ფული.

რამდენი ფული გადაყარეს ჩინურ ვაქცინაში! ნახევარ ფასში გაყიდინებდით ამ ვაქცინას, დილერები მეხვეწებიან, მაგრამ არ ვერევი, რადგან არ ვარ ხარისხში დარწმუნებული. მე ნაგავს ქართველს კი არა, ყველაზე დაქცეული ქვეყნის მოქალაქესაც არ შევთავაზებ, იმიტომ, რომ ადამიანი ყველგან ადამიანია და მის ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს. მე ვარ ექიმი. მე ასეთ საეჭვო გარიგებას ფიზიკურად ვერ ჩავიდენ. ჩემთვის მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ახლა დამაბრალებენ ანტივაქსერობას. მე ყველაზე მეტად ვარ ვაქცინაციის მომხრე, ოღონდ სწორი ვაქცინაციის. მათ ყველაფერი უკუღმა გააკეთეს. ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა გაანადგურეს. ჩვენი ბრალია, რომ ამდენი მოვითმინეთ. NCDC-ის ხალხი მეორე ტალღის შემდეგ გასაშვები იყო ზოგი ციხეში, ზოგი სახლში. რამდენი სიკვდილი უნდა დავთვალოთ?! NCDC არის დისრკედიტირებული უწყება და ზომებია დაუყოვნებლივ მისაღები. ქვეყანაში გაქანებული მესამე ტალღა დაიწყო. თავი დავანებოთ ჯანდაცვის მინისტრს.. თითოეული სიკვდილი, რომელიც იქნება და თითოეული დაავადებული, ეს არის 100% NCDC პასუხისგებლობა. ბიზნესი რომ განადგურდა ქვეყანაში, ეს არის NCDC ბრალი, ვერ დაალაგეს სისტემა. უნდა დაიდოს ვაქცინაციის სწორი გეგმა: ა, ბ, ც. უნდა ვიმოქმედოთ ძლიერი მარეგულირებლების – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანზაციის, ევროკავშირის წამლის სააგენტოს და, მაგალითად, საფრანგეთის რეგულაციებით. შეცვალეთ რეგულაციები – 55 წელს ზევით გააკეთეთ – ატსრაზენეკა, ფაიზერი – 55 წელს ქვევით. მოგმართავთ ხალხს- NCDC არ აინტერესებს თქვენი ჯანმრთელობა. მოუფრთხილდით თავს.

გემუდარებით,მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. არ ისაუბროთ ტრანსპორტში. იარეთ ფეხით, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, მათ შორის, ბავშვებში 5 წლის ასაკიდან, დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია, დაიმუშავეთ ხელები სპირტიანი ხსნარით ან საპნით…“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:

-„სინოფარმით” ვაქცინაცია აპრილის ბოლოდან დაიწყება. ჯანმო „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის განხილვას სწორედ ამ დროისთვის დაასრულებს.

მიმდინარეობს მუშაობა, „სინოფარმის” ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდეს ამ კვირაში და რეგისტრაცია დაიწყოს 27 აპრილიდან. „სინოფარმი“ დღემდე რეგისტრირებულია 35 ქვეყანაში, ახალი შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, მისი ეფექტურობა საკმარისად მაღალია, 80 პროცენტამდეა, თუმცა რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მძიმე შემთხვევებისგან დაცვისა და ლეტალობის შედეგების თავიდან აცილების მხრივ, ამ ნაწილში “სინოფარმის” ეფექტურობა საკმაოდ მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო. ეს მაჩვენებლები საკმაოდ კარგ და იმედისმომცემ შედეგებს იძლევა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს „სინოფარმის” ავტორიზაციის საკითხს გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება, საქართველოც დაიწყებს “სინოფარმის” გამოყენებას აქტიურად”.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page