top of page

„ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, ეს სტრატეგიული გეგმა არ შევცვალოთ…“ – გიორგი ფხაკაძე

Updated: Feb 20, 2023

12/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ამბობს:

„ახლა ცოტა რამ ქართულ რეალობაზე:

ალბათ, ჩემგან ვერც ქართველი პოლიტიკოსი და ვერც თანამდებობის პირი ვერ გამოვა, რადგან ძალიან პირდაპირი ვარ. გლობალურ დიპლომატიაში ვიცი, ადამიანი რატომ აკეთებს ამა თუ იმ ქმედებას და შესატყვის გამოსავალს ვპოულობ, ვნახულობ გზას შედეგის მისაღწევად. აი, საქართველოში კი ზოგჯერ ვერ ვგებულობ, რატომ ამბობს ან აკეთებს ადამიანი რაღაცას, ლოგიკის მიღმაა.

მე სხვა მიმართულებით ვერ ვხედავ ჩემს თავს, მე ჩემს თავს ვხედავ მხოლოდ ჯანდაცვაში. მე ვიცი ჯანდაცვა თავიდან ბოლომდე, ანიდან ჰაემდე, პოლიკლინიკიდან გლობალურ ჯანდაცვამდე. ვცდილობ, ისე ავაწყო სისტემები, როცა მე წავალ, ამ სისტემამ ფუნქციონირება შეუფერხებლად გააგრძელოს.

ჩვენ გვინდა სტაბილურობა, რათა გავიზარდოთ და წავიდეთ წინ. ჩვენ გარეთ მტერი ვერ დაგვაზიანებს. ჩვენ მტერი გვყავს შიგნით, ჩვენ თუ გავერთიანდით, ვერავინ მოგვერევა და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ.

აი, მაგალითად, ავიღოთ რომელიმე გამოწვევა, სტრატეგიაზე ყველა მხარე შევთანხმდეთ, – ეს სფერო იყოს პოლიტიკის მიღმა და ტექნიკურად გავმართოთ. მაგალითად, მე პოლიტიკოსებს, ხელისუფლებას, ექსპერტებს შევთავაზე, ავიღოთ ორი თემა – განათლება და ჯანდაცვა, გამოვაცხადოთ აბსოლუტურად აპოლიტიკურად, ვიმსჯელოთ, ვიკამათოით, რა გვინდა ამ ორი მიმართულებით 30 წლიან პერსპექტივაში. შევჯერდეთ და შემდეგ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, ეს სტრატეგიული გეგმა არ შევცვალოთ, რეფორმები არ შევაჩეროთ-მეთქი.

ჩვენთან სინამდვილეში როგორ ხდება?! ყველა ახალი ხელისუფლება ახალ რეფორმას იწყებს, ძველს აჩერებს და ასე დაუსრულებლად. ასეთი მიდგომა ანადგურებს სისტემას. განათლება და ჯანდაცვა განადგურებულია, რადგანაც ყოველ 5 წელიწადში ახალი რეფორმები ტარდება.

შევთანხმდეთ, განათლებასა და ჯანდაცვაში იყოს აბსოლიტურად აპოლიტიკური ტექნიკური სამინისტროები. თუ გინდათ, უცხოელი მინისტრები დანიშნეთ. მიეცით კონცეფცია, როგორი ჯანდაცვა გინდათ, არ ჩაერიოთ პოლიტიკურად, გამოუყავით ბიუჯეტი, დანარჩენი ტექნიკურმა მენეჯმენტმა განახორციელოს და დადოს შედეგი.

მაგრამ არა! – ყველას ფულის კეთება და თანამდებობებზე ბიძაშვილ-მამიდაშვილ-საყვარლის დანიშვნა უნდა. ასე საქმე არ გამოვა. ჩვენ გვყავს პროფესიონალები, მაგრამ ისინი დაჩაგრულები არიან, ვერ წინაურდებიან, გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ ეძლევათ, იმიტომ, რომ გავლენიანი ზურგი არ ჰყავთ.

აუცილებელია სისტემის სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. უნდა გავითავისოთ, ყველა მხარე ანგარიშვალდებულია – მოსახლეობა სახელმწიფოსთან და სახელმწიფო მოსახლეობასთან. ყველა საჯარო მოხელის თანხების ბრუნვა უნდა იყოს გამჭვირვალე. ადამიანმა უნდა იცოდეს, თუ სურს სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობა, ის, მისი ოჯახი და სანათესაო ვერ მოიგებ ვერც ერთ სახელმწიფო ტენდერს. სისტემები მაქსიმალურად დაცლილი უნდა იყოს კორუფციული რისკებისგან.

ნუ ვაბრალებთ, რომ ახლა პანდემიაა და ამის დრო არ არის. განსაკუთრებით კრიზისის დროს არის აუცილებელი, ქვეყანაში ყველა რესურსის მობილიზება მოხდეს. პირველ რიგში, ყველა ინტელექტუალური რესურსი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული. ნებისმიერი გადაწყვეტიელბა უნდა იყოს საჯარო“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page