top of page

“ვინც ჩემი მოწოდებით გაღიზიანებულხართ აცრასთან დაკავშირებით და თვლით რომ ვმორალისტობ, მათთვის ვწერ"

24/07/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, სახელმწიფო იძულებული ხდება ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დააწესოს რეგულაციები, რაც პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე.

“ვინც ჩემი მოწოდებით გაღიზიანებულხართ აცრასთან დაკავშირებით და თვლით რომ ვმორალისტობ, არჩევანის თავისუფლებაა და სხვას თუ უნდა აიცრება, თუ უნდა – არა, მათთვის ვწერ.

სამწუხაროდ, ასეთი სიტუაციაა, პანდემიაა, ხალხი იღუპება და ჩვენ შეზღუდვებითა და რეგულაციებით გვიწევს ცხოვრება, ამიტომ ან ყველა ერთიანი ძალებით ვამარცხებთ ვირუსს, ვიცრებით ან ვინც სხვადასხვა მიზეზით არ იცრება, ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას, მუტაციას და შემდეგ დაუსრულებლად გვიწევს იგივე შიშში ცხოვრება.

სახელმწიფო იძულებული ხდება გავრცელების შესაჩერებლად დააწესოს რეგულაციები, ჩაკეტოს საზღვარი (ან ღია დატოვოს, მაგრამ მწვავე სიტუაციის, აცრილთა დაბალი პროცენტულობის გამო ტურისტები აღარ შემოვიდნენ), რაც პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას და ჩვენ, ვისაც გვინდა ნორმალურ ყოფაში დაბრუნება, ვინც ვიცრებით, გვიზღუდავს სოციალურის გარდა, უკვე ეკონომიკურ მდგომარეობასაც. ამიტომ ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია ავიცრათ, საზოგადოების ერთიანი კეთილდღეობისთვის.

გარჩევა ისწავლეთ ამ სიტუაციაში, რა არის პროპაგანდა, აგიტაცია და მოწოდება და მერე მომწერეთ.

არავის გახტებით პირადად, რატომ არ იკეთებთ ვაქცინას-მეთქი და მე თუ ჩემს გვერდზე მოვუწოდებ ხალხს, რომ აი თურმე ცუდი არ ყოფილა ვაქცინა, ამით არავის უფლებას ვარღვევ.

ჯანმრთელობას გისურვებთ

პ.ს: დარეგისტრირდით ფაიზერზე, გამოიყენეთ ყველგან სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია!” – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




2 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page