top of page

ვინ არის კარგი ექიმი საქართველოში და როგორი იქნება უწყვეტი განათლება – გიორგი ფხაკაძის ინიციატივამ

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

20/06/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, რომ იწყებდა სამედიცინო დაწესებულებების როგორც „გაშავებას“, ასევე „გამწვანებას“ და განმარტა, რომ ამ მხრივ, ადამიანები საუკეთესო პირობებს იმსახურებენ.

ფხაკაძის ინიციატივამ სტარტი ოფიციალურად აიღო და დღეს ჩატარდა პირველი უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგი, რომელიც არის ორგანიზაციის “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” Accréditation Sans Frontières მიერ აკრედიტებული და მინიჭებული აქვს 2 კრედიტ ქულა (ASFCME Credits)

ონლაინ ლექციას, თემით: “აორტის სარქვლის სტენოზი – დიაგნოსტიკა და მკურნალობა” რეზო ჯორბენაძე გაუძღვა.

ლექცია განკუთვნილი იყო: კარდიოლოგების, ოჯახის ექიმების, თერაპევტების, ექოსკოპისტებისა და კარდიოქირურგებისათვის.

როგორ მოვხვდეთ ონლაინ ლექციაზე:

ონლაინ ლექციაზე დასასწერებად, უნდა დარეგისტრირდეთ პლატფორმაზე: https://medu.ge/ka/register

ონლაინ ლექციაზე დამსწრეთა საყურადღებოდ! თუ გსურთ მიიღოთ უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულები (CME Credits), რომელსაც გასცემს ფრანგული ორგანიზაცია “Accréditation Sans Frontières” , შეავსეთ 10 კითხვიანი პრე და პოსტ-ტესტები. კითხვარის შევსება აუცილებლად უნდა დაიწყოთ ზუსტად 20:00 სთ-ზე და ათ წუთში დაასრულოთ (თითოეულ კითხვაზე გამოყოფილია ერთი წუთი).

დაგვიანებით გამოგზავნილი პასუხები არ იქნება გათვალისწინებული კრედიტ ქულების მინიჭებისას. გარდა ამისა, მონაწილეებმა ლექციის დასრულებიდან 3 დღის ვადაში, უნდა გამოგვიგზავნოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტო, ექიმის სპეციალობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტო და საკონტაქტო ტელეფონი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მანამდე გიორგი ფხაკაძემ საავადმყოფოებისა და კლინიკების აკრედიტაციაზე ისაუბრა.


დავიწყეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივის განხორციელება, გაიგოს საზოგადოებამ, ვინ არის კარგი ექიმი, რომელია კარგი სამედიცინო დაწესებულება, – ეს ინიციატივა ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ რამდენიმე თვის წინ დააანონსა.

პროექტის მიზანია, რომ ექთანმა და ექიმმა იმუშაოს ერთ საავადმყოფოში და არა რამდენიმეში, ჰქონდეს კარგი, ღირსეული ანაზღაურება და კარგი სამუშაო პირობები, და პაციენტი კმაყოფილი იყოს.

გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, რესურსებს და ერთმანეთს, ძალა ერთობაშია. როგორც დავწიეთ პირბადეების ფასი და ავწიეთ ხარისხი. ასევე შევძლებთ, ავწიოთ სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი, ჯერ ამაში დამეხმარეთ და მერე ფასებსაც მივხედავთ…

სამედიცინო მომსახურების ფასი უნდა იყოს სამართლიანი და მისაღები პაციენტებისთვის. სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული. უნდა დაფასდეს თითოეული პროფესიონალი ექიმი, ექთანი, სანიტრი… მე ექიმი ვარ და სულ ვფიქრობ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან ჩვენი ექიმები, ექთნები, სანიტრები, იმიტომ, რომ სისტემა არის მახინჯი… ეს უნდა გამოსწორდეს, ეს ჩვენი, ყველას, პასუხისმგებლობაა და ჩვენ ამას შევძლებთ“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

ვებ-გვერდის ლინკი ↓

https://www.accreditation.ge/post/paving-the-path-to-a-brighter-future?fbclid=IwAR2hapM5jsg760vDZo0NUrN-vwkhL_dgU4nLQfX-LQoO-pzGK5Y6_EtKoVc




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



6 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page