top of page

ვინ არის ქალი, რომლის ქანდაკებებიც გიორგი ფხაკაძის სახლში დგას

18/05/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე, შეზღუდული დროის მიუხედავად, სოციალურ ქსელის მომხმარებლებს პრაქტიკულ, მარტივ რჩევებს სთავაზობს, რასაც საზოგადოების მხრიდან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა.

ღიმილს, რომელიც კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება და ამავე დროს, ადამიანისთვის უდიდესი საჩუქარია, პროფესორი, ხშირად უზიარებს საზოგადოებას. გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, დედის რჩევებს იხსენებს და ამბობს, რომ სულ არიგებდა, მტერსაც უნდა გაუღიმოო:

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

ქუთაისში დავიბადე. დედა უკრაინელი მყავდა, მამა იმერელი. ამიტომ ძირითადად, უკრაინაში, ქ. ლვოვში ვიზრდებოდი. ქუთაისში, რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე, მე -17, მე-14 და მე-9 საშუალოში ვსწავლობდი. ამავე დროს, უამრავ წრეზე დავდიოდი – ჭადრაკი, ცეკვა, ცურვა, ჭიდაობა და კიდევ ბევრი.


მამა ინჟინერია და ამავე დროს ქვაზე მუშაობის პროფესიონალი ოსტატია. ბევრმა არ იცის, ქუთაისში, საცხოვრებელი სახლები, სადაც ქანდაკებებია გამოსახული, ძირითადად, მამაჩემის შემოქმედებაა.

სოფელ ჭოგნარში, ჩემმა წინაპრებმა (მამის მხრიდან), ქვის კარიერი გახსნეს და გასული საუკუნიდან, ამ საქმეს ეწეოდნენ. მამას ქვის ცეხი ჰქონდა, სადაც მუშაობდა. ქუთაისში, არის ერთი ცნობილი სახლი („ლომებიანი სახლი“), და ესეც მამაჩემის შემოქმედებაა.

სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ქალების ქანდაკებებია, ბევრმა არ იცის, რომ ეს ქალი, დედაჩემია. სახლი, სადაც მე ვცხოვრობდი, რამდენიმე წლის წინ გავყიდე, რომელიც ჩემმა მეგობარმა იყიდა. ამ სახლზეც დედაჩემის და ჩემის დის სახეა გამოქანდაკებლი, რაც ბევრმა არ იცის.

ვცდილობ, პირად ცხოვრებაზე, ნაკლებად ვისაუბრო. არც თანამშრომლებს ვეკითხები, იქნებ არ სურთ, მათი პირადის საჯაროდ გამოტანა. ვცდილობ, ნეიტრალური ვიყო – იქნებ ქვრივია, ან გაყრილია და არ მინდა, რომ ტრავმა მივაყენო. თვითონ თუ მომიყვება, თორემ მე, არავის ვეკითხები, იქნებ, არ სიამოვნებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page