top of page

ვინ იყო პასუხისმგებელი ვაქცინაზე და რა უთხრა გამყრელიძემ გიორგი ფხაკაძეს? – “კოვიდი ტოვებს ქრონიკულ

02/03/2021

გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი მრჩეველის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კოვაქს პლატფორმასთან დაკავშირებულ გაუგებრობაზე პასუხისმგებელი დაავადებათა კონტროლის ცენტრია:


„მინისტრი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ ყველას. უბრალოდ, აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი.


პასუხისმგებელი პირი აქ არსებობს, მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად დაავადებათა კონტროლის ცენტრი ლაპარაკობდა და მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, რომ ლიდერშიფს წარმოადგენდა ის.


ერთხელ ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ვიცით ძალიან კარგადო. აი, ვინ რას ასწავლის, აი ეს არის პასუხი, სად არის ვაქცინა? სად არის პასუხისმგებლობა ადამიანებზე, პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?”


3 ათასი ადამიანი რომ გარდაიცვალა, ეს არის 3 ათასი ოჯახი, პასუხს ვინ აგებს, ამ 3 ათას ოჯახს პასუხს ვინ გასცემს? ის, რომ მოსახლეობის 20 %-მა გადაიტანა კოვიდი, რომელიც თითქმის 600 ათასი ადამიანია, ამის 30 % დაინვალიდდება, ექნება სხვავდასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებები, ვიცით რომ კოვიდი ტოვებს ქრონიკულ დაავადებებს, პასუხისმგებელი ვინ არის ამაზე, არავინ? პირბადე ვერ გააკეთეს ნორმალურად, რატომ?


შეთქმულების თეორია კი არ არის, ჯერ გეგონება არაპროფესინალიზმია, მერე ისეთი შეგრძნებაა, რომ შეგნებულად აკეთებენ. ან მართლა განზრახ აკეთებენ, ან მართლა ვერ აკეთებენ და ამისთვის არსებობს პროკურატურა და ამასთან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ თავისთავზე.


არ ვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, არ მაქვს არანაირი ფინანსური ინტერესი, როგორც ზოგზოგიერთებს აქვთ, სხვათა შორის. წამლებზე არ მაქვს საუბარი, ჩვეულებრივ პირბადეზე შეკითხვა მაქვს მძალიან მარტივი:


სამედიცინო პირბადე შემოვიდა საქართველოში, საბაჟოზე გატარებულია როგორც სამედიცინო პროდუქტი, შესაბამისად, დღგს ეს კომპანია არ იხდის, სინამდვილეში, ეს პირბადე, რომელიც შემოვიდა თურქეთიდა, ან ჩინეთიდან, არ არის სამედიცინი პირბადე”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page