top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ვირუსის ზრდის ტენდეცია ისევ ადის ზევით… ეს არის კიდევ ერთი განგაშის ზარის საფუძველი!”

08/03/2021

მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა დაიწყება, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, დამოუკიდებელი ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. ფხაკაძის თქმით, აღნიშნული კვლევა საჭიროა, თუმცა უფრო პრიორიტეტული საკითხებიც არსებობს. “400 000ლარი იმდენი ფული გვაქვს ჯანდაცვაში, რომ სად წავიღოთ, არ ვიცით კვლევები ნამდვილად საჭიროა ყველა მიმართულებით, მაგრამ … სიტყვა “პრიორიტეტი” ამ ქვეყანაში ვინმეს ახსოვს ?! ჯერ დაადგინეთ 4 000-მდე ადამიანის სიკვდილიანობის ყველა, დიახ, ყველა მიზეზი და მერე დაიწყეთ სხვა რამეზე ფიქრი, საუბარი, დაგეგმვა . რა შეცდომები დაუშვეს ეპიდემიოლოგებმა?! რა შეცდომები დაუშვა ჯანდაცვის სამინისტრომ?! რა შეცდომები დაუშვეს კლინიკებმა და პოლიკლინიკებმა?! რა შეცდომები დაუშვეს აფთიაქებმა?! რა შეცდომები დაუშვა სამედიცინო პერსონალმა?! ჩვენ ყველას გვაინტერესებს ამაზე პასუხი! შეისწავლეთ და, დიახ, ჩაატარეთ მეცნიერული და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული კვლევა, რომ დადგინდეს ამ შეცდომების მეცნიერული მიზეზები. გადავდოთ პოლიტიკურ-ჩინოვნიკური ამბიციები… ვისწავლით შეცდომებზე! ქვეყანა მზადყოფნაში უნდა იყოს და არ დაუშვას ძველი შეცდომები. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი 2021 წლის აპრილში მოსალოდნელ მესამე ტალღასთან დაკავშირებით მტკიცდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო 7 დღის მანჩვენებლების მიხედვით. ვირუსის ზრდის ტენდეცია ისევ ადის ზევით, ზოგ რეგიონში თითქმის 7%-მდე. ეს არის კიდევ ერთი განგაშის ზარის საფუძველი…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil







2 views0 comments

Комментарии


Post: Blog2_Post
bottom of page