top of page

„ვირუსი ადაპტირდა, უფრო საუკეთესო გზები ნახა, როგორ შეიძლება დააინფიციროს ადამიანი, ძალიან ცუდი...

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

20/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი


პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროში ჩვენ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ, ჩვენ მარტო ვსვამთ დიაგნოზს და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სამედიცინო სფეროში 100%-იანი დიაგნოზი არ არსებობს იმიტომ, რომ მედიცინა თვითონ ასეთი მცნება არის, ჩვენ ვსწავლობთ შეცდომებზე და ვსწავლობთ გამოცდილებებზე.

ის რაც ვიცით ახლა, მსოფლიოში რაც ხდება და რაც ჩვენ ვისწავლეთ ამ ვერაგი ვირუსის შესახებ, არის ის, რომ ის მუტირებს, თუ აქვს საშუალება გამრავლების, ის მრავლდება, ეს არის ფაქტი. ამის შესახებ არაერთი ადამიანი ლაპარაკობდა და ვიცით ჩვენ, ეს როგორც მუშაობს.“

მისი თქმით, ვუჰანური ვირუსი შეიცვალა ბრიტანული ვირუსით, ბრიტანული ვირუსი ახლა შეიცვალა დელტა ვირუსით, რომელიც ინდოეთიდან წამოვიდა და ა.შ. და ეს ასე გაგრძელდება.

„რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, საიდან და როგორ წამოვიდა ეს ვირუსი, ეს სხვა საკითხია და ცალკე თემაა. ვიცით, რომ პირველად წამოვიდა ვირუსი ცხოველიდან, ცხოველიდან გადავიდა ადამიანზე. ის მაინც იყო ცხოველური ვირუსი, ცხოველიდან ადამიანზე გადასული ვირუსი და არ იყო ადაპტირებული ადამიანზე. რაც უფრო ბევრ მუტაციას გადის, რაც უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება, მით უფრო ვრცელდება ჯაჭვური რეაქცია, თითოეული გადაცემის პროცესში ვირუსი ადაპტირდება, იცვლება. თავიდან გადაცემის პროცესი იყო ძალიან რთული. მარტივ ენაზე რომ ვთქვა, ერთი კილო ვირუსი იყო საჭირო ვირუსის გავრცელებისთვის, ადამიანს რომ გადასდებოდა, გადაცემის პროცესი იყო ძალიან რთული. ჩვენ დავინახეთ, რომ სამხრეთ ბრიტანეთში ვირუსი ადაპტირდა ადამიანზე, ერთი კილო ვირუსის მაგივრად კი ნახევარი კილოა საკმარისი. რაც შეეხება ინდურ შტამს, 10 გრამიც კი საკმარისია ვირუსის გადადებისთვის.

ვირუსი ადაპტირდა, უფრო საუკეთესო გზები ნახა, როგორ შეიძლება დააინფიციროს ადამიანი. ეს არის ევოლუციური პროცესი. ვირუსი ადაპტირდა არა მარტო გავრცელების, არამედ ასევე ადამიანების ორგანიზმში მოქმედების კუთხით. ძალიან საყურადღებოა, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში იჩინა თავი. ინდოეთში როცა იყო ვირუსის აფეთქება, ყველა სამედიცინო დაწესებულება, ძირითადად პედიატრიული განყოფილებები იყო გადატვირთული. ვუჰანის პირველი შტამი ბავშვებისთვის არ იყო საშიში, 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის იყო საშიში. ახლა უკვე ყველაფერი შეიცვალა. ვირუსი უკვე ადაპტირდა, უკვე გახდა ადამიანების ვირუსი და უკვე ნებისმიერი ადამიანისათვის არის საშიში, ძალიან ცუდი ამბავია, გადადება ხდება უფრო იოლად, არ აქვს უკვე მნიშვნელობა ასაკს. ეს შტამი არის ოდნავ უფრო განსხვავებული, მაგრამ მოსახლეობისთვის არანაირი განსხვავება არ არის. სამწუხაროდ, მკურნალობის პროცესში ცვლილებები არ არის, არ არის ისეთი წამალი, რომელსაც მიიღებ და ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოში ბევრი პაციენტი არის საავადმყოფოში, რომლებიც არ უნდა იყვნენ კლინიკებში იმიტომ, რომ პაციენტების 90%-ს უსიმპტომოდ გადააქვთ ვირუსი“, – განაცხადა პროფესორმა, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ ობიექტივის ეთერში.


MD, MPH, PhD

3 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page