top of page

„ვისაც სურვილი გაქვთ, გელოდებით!“ – პრეზენტაცია გიორგი ფხაკაძის სახლის ეზოში გაიმართება...

6 ოქტომბერი, 2021

პეტრე კოლხის წიგნის პრეზენტაცია პროფესორ, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელის გიორგი ფხაკაძის სახლის ეზოში გაიმართება.

პეტრე კოლხი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

„16 ოქტომბერი… შაბათი… საღამოს შვიდი საათი… ბეთლემის აღმართი, ნომერი სამი!… ჩემი ახალი წიგნის წარდგენა მალე იქნება გიორგი ფხაკაძის სახლში!.. მალე დღეს და რიცხვს შეგატყობინებთ.

მოკლედ, კალენდარსაც გადავხედე, 16 ოქტომბერი არის შედარებით მზიანი ამინდი, თან შაბათია და ვინც მუშაობთ ხელი არ შეგეშლებათ.

გიორგი ფხაკაძის სახლს გააჩნია საოცარი ეზო სასწაული ხედებით… მადლობა მას, რომ გვითმობს სივრცეს, სადაც გაიმართება ჩემი ახალი წიგნის წარდგენა…

საღამოს შვიდი საათისთვის გელოდებით, რეგულაციის დაცვით, მართალია ღია სივრცეა, მაგრამ იქონიეთ პირბადე.

დასწრება თავისუფალია.

ზემო ბეთლემის ტაძრიდან არის შემოსასვლელი, ყველა მოგასწავლით. ვისაც სურვილი გაქვთ, გელოდებით!.. ეს არის ზოგადიც და კონკრეტული მოპატიჟებაც!“


---


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



---


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.




3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page