top of page

„ვისთვის არ შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გაკეთება? ყოველ დღე ათასობით წერილი მომდის შეკითხვით...

06/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„ყოველ დღე ათასობით წერილი მომდის შეკითხვით ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ვისთვის არ შეიძლება ფაიზერის ვაქცინის გაკეთება:

ბავშვებსა და მოზარდებში გადატანილი კოვიდის შემდგომი მულტი სისტემური ანთებითი სინდრომი ( ძალზე იშვიათი) -საქართველოში, ალბათ, 5 ადამიანი თუ იქნება ასეთი.

ალერგიული რეაქცია ამ ვაქცინის კომპონენტპოლიეთილენ გლიკოლზე – საქართველოში ალბათ 1 ადამიანი თუ იქნება ასეთი

ამავე ვაქცინის პირველი ინექციის შემდგომი პერიკარდიტი ან მძიმე ჰეპატიტი, რასაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა – საქართველოში, ასეთი, ალბათ, 150-მდე ადამიანი თუ იქნება. ისე ბზიკი თუ გიკბენთ, უფრო საშიშია,

დასკვნა:

მაქსიმუმ 6 ადამიანი საქართველოში (კარგით 10 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის ვაქცინა არ შეიძლება

მაქსიმუმ 150 ადამიანისთვის (კარგით 250 იყოს) ვისთვისაც ფაიზერის მე-2 დოზის გაკეთება არ შეიძლება,

ყველა დანარჩენი ადამიანებისთვის ფაიზერი უსაფრთხოა,

წყაროები თუ გაინტერესებთ: მიმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს! მათ უნდა ჰკონდეთ ქართული მასალები, ეს მათი მივალეობაა (ინგლისურად რომ ვდებ. არავინ არ კითხულობს მაინც)“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD




3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page