top of page

„ვის ახსოვდა ეპიდემიოლიგი ქვეყანაში. თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათზე კლინიკიდან გამოყოფილი“

22/03/2021

საფრანგეთში მცხოვრები ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. აქვე, ის უახლოეს წარსულში ეპიდემიოლოგების ანაზღაურებაზე ავლებს პარალელს.

„ვის ახსოვდა ეპიდემიოლიგი ქვეყანაში. 20 ლარი, დიახ, თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათზე კლინიკიდან გამოყოფილი და იმიტომაც ერთი ეპიდემიოლოგი ერთდროულად 10 კლინიკაში მუშაობდა, რომ თვეში როგორმე 200 ლარი მაინც ჰქონოდა ხელფასი. და რამდენი თანხა იყო და არის გადახდილი ჩვენს “ჩემპიონებზე“… ეს არის მსოფლიო პრობლემა. იქნებ მართლა გადავხედოთ პრიორიტეტებს. განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს!“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page