top of page

ვის შეეძლება გრიპის ვირუსზე უფასოდ აცრა და არის თუ არა ვაქცინა ხელმისაწვდომი სააფთიაქო ქსელებშიც

Updated: Oct 21, 2023

19/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.


იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ ჩაუტარდებათ.

2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:

დიაბეტის მქონე პირები;

დიალიზზე მყოფი პირები;

C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);

აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;

ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;

აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;

ორსულები;


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;

ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;

სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

თუმცა, ჩამოთვლილი კატეგორიის გარდა, როგორც წესი, მოქალაქეებს შეუძლიათ, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში გრიპის ვაქცინა შეიძინონ. ინფორმაცია რამდენიმე მსხვილ სააფთიაქო ქსელში გადავამოწმეთ, თუმცა, ჯერჯერობით, ვაქცინა არ აქვთ.

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრში კი განგვიცხადეს, რომ ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა. თუმცა, რა იქნება მისი ღირებულება, წინასწარ ინფორმაცია არ აქვთ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


245 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page