top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ვიფიქრე, აღარ გავაკეთებ ლაივებს-მეთქი, მაგრამ ხალხის 99%-ს სჭირდება, რასაც ვაკეთებ – გიორგი ფხაკაძე

09/05/2021

მე მეგონა, მარტო მე მლანძღავდნენ და თურმე სადა ხარ?!”,- ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძის შესახებ ნეგატიურ პოსტებს ეხმაურება.


„ინტერნეტში გადავაწყდი ნეგატიურ პოსტებს ჩემს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიურ კოლეგაზე, გიორგი ღოღობერიძეზე. არ დავასახელებ ინფორმაციის წყაროს და იმას, თუ ვინ დაწერა, უნებლიეთ ტირაჟირება რომ არ გავუკეთო ამ შურიან პასკვილს. ისე მეწყინა, ვერ წარმოგიდგენიათ!


მე გადავხედე გიორგი ღოღობერიძის ჩაწერილს ვიდეოებს. ეს არის ახალგაზრდა სპეციალისტი, ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი და მონდომებული.


რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს, კიდევ მეტი გამოცდილება უნდა შეიძინოს. გამოცდილება არის დრო, დროს ვერ იყიდი. შეიძლება, აქვს რაღაც პატარა ტექნიკური შეცდომები, მაგრამ ეს ნორმალურია. ის კითხულობს უამრავ ინფორმაციას, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ინგლისურად, ანალიზს აკეთებს, და შემდეგ გასაგებ ენაზე აწვდის ხალხს. ფაქტიურად ადამიანი ეწევა საზოგადოების განათლებას.


ნეტავი ასეთი ბევრი გვყავდეს. შეიძლება, ასე გადაუარო და სტიმული დააკარგვინო?!


ვინც აკრიტიკებთ გიორგის, ნეტავ თქვენ გაგეკეთებინათ ის, რასაც ის ახერხებს. ამ უაზრო სისულელეების წერას, ეს ჯობდა. ჩვეულებრივ მოქალაქეებზე არ მაქვს საუბარი, როცა სხვა კოლეგები ასე უსამართლოდ აკრიტიკებენ, საწყენია. თუ ასეთი მაგრები ხართ, თქვენ გააკეთეთ, გიშლით ვინმე ხელს?! თუ არადა შური ქვია ამას!


მეც, ჩემდამი ტალახის სროლის შემდეგ რამდენჯერმე ვიფიქრე, აღარ გავაკეთებ ლაივებს-მეთქი, მაგრამ იმდენმა ადამიანმა მომმართა სხვადასხვა შეკითხვით, მივხვდი, ხალხის 99%-ს სჭირდება, რასაც ვაკეთებ. ასევე ღოღობერიძეც აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს.


დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება, გაიზრდება, კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას დააგროვებს. რა უბედურებაა ეს ბოღმა, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ?!


იმედი მაქვს, გიორგი ღოღობერიძე არ ჩავარდება ამ მტრულ „ხაფანგში”, პირიქით, გაძლიერდება და გააგრძელებს წინსვლას და იმ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც აკეთებს, ის საზოგადოებას საჭირო ინფორმაციებს მიაწვდის”,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page