top of page

„ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს! – მოემზადეთ, საავადმყოფოები...“

23/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე – ორგანიზაცია დავაფუძნე „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“.

  • -„დღეს არის მძიმე დღე – ჩვენი კოლეგის დაკრძალვის დღე!

  • ვამბობ, ცუდად არის საქმე, მაგრამ არავის ესმის! ძალიან ვნერიულობ!

  • ვფიქრობ, გავაკეთე მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა!

  • გავაკეთე ვაქცინაციის დაგეგმარებისათვის ადეკვატური, ვიდრე საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებმა სხვა ქართველმა.

  • ძალიან საწყენია, როცა ჩემი მეგობრები წერენ ბოღმიან კომენტარებს.

  • მე ჩემი სათქმელი ვთქვი, გაგაფრთხილეთ. როცა სიმართლეს ამბობ, გლანძღავენ, რატომ გვეუბნებიო.

  • ქვეყანაში უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებს არც კოვიდი, არც ადამიანების ჯანმრთელობა, არც ეკონომიკა, მხოლოდ ბოღმა და ჩხუბი აინტერესებთ!

  • ვაქცინაციის დაგეგმარებაში შეცდომა იყო სექტემბრიდან. ახლა ფიქრობენ საინფორმაციო კამპანიაზე.

  • ამბობემ, „ნაცი“ ვარ, ხან ამბობენ, „ქოცი“ ვარ. ღმერთმა დამიფაროს, ვიღაცისტი ვიყო.

  • გიორგი ფხაკაძე არ იყიდება და ვერ გაიყიდება!

  • როგორღა უნდა მთხოვონ, – გიორგი, მოდი დაგვეხმარეო!

  • 100 ადამიანი უნდა დაიღუპოს თუ ნახევარი საქართველო, შემდეგ იტყვით, -ვაი, საქმე კარგად ვერ გავაკეთეთ!

  • ქართული პოლიტიკა არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება! რაღაცას როცა იტყვი, ხარ ხელისუფლების მომხრე, რაღაცას არ ეთანხმები, ხარ ოპოზიციის მომხრე, რა უბედურებაა?!

  • აღარ იცაცენ რეგულაციებს, აწყობენ ფართებს!

  • აღარც პირბადე გინდათ, აღარც კარანტინი!

  • ვყვირი, – ორმეტრიანი დისტანცია, – ტრანსპორტში არის ძალიან ბევრი ხალხი, ხალხი ქეიფობს რესტორნებში.

  • გადავწყვიტე, კორონავირუსზე აღარ ვილაპარაკებ!

  • ვთქვი, საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო, შემდეგ თქვეს ამათაც, მანამდე სად იყვნენ?!

  • ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი!

  • ვაქცინაცია უნდა იყოს უსაფრთხო!

  • ვერაფერი ვერ გააკეთეს ვერც პოზიციამ და ვერც ოპოზიციამ!

  • ერთადერთი ადამიანი, რომელიც სახელმწიფოებრივად, სწორად მოიქცა, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონმა სალომემ საჯაროდ გაიკეთა ვაქცინა და მოუწოდა პოლიტიკოსებს ვაქცინის გაკეთებისკენ. ახლა იტყვიან, ზურაბიშვილის მომხრეაო. განვმარტავ, ქალბატონ სალომეს საერთოდ არ ვიცნობ!

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ფაქტიურად იგივე პასუხი გასცა ქართველ ჟურნალისტს, რასაც მე ამდენი ხანია, ვამბობ – ჩვენი კოლეგა ვაქცინის გამო არ გარდაიცვალა, არამედ იმის გამო, რომ საქართველოში არის მახინჯი ჯანდაცვის სისტემა. დამნაშავეა არა ვაქცინა, არამედ სისტემა! ეს არის ქვეყანაში გამოსასწორებელი!

  • ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არის განადგურებული, გადაქცეულია ბიზნესმანქანად. კარგი ექიმები და ექთანი, რომლებსაც უყვართ თავისი პროფესია, უნდგურებენ მუშაობის სურვილსაც კი!

  • კლინიკების ანგარიშვალდებულება არის ნული, ექთანს, მაგალითად, შეიძლება ხელფასი 160 ლარი ჰქონდეს, მფლობელმა კი წლის ბოლოს 1 მილიონ დოლარიანი ბონუსი აიღოს. ეს ნორმალურია?!

  • ჩემს ფეისბუქგვერდზე ძალიან კარგი სტატიები გავაზიარე, ვისაც ჭკუა გაქვთ, ვისაც ჟელატინი არ გაქვთ, წაიკითხეთ და მიხვდებით, რისი თქმაც მინდა!

  • ვცდილობდი, საქართველოში რაიმე პროექტი განხორციელებულიყო, დაფინანსება წამოსულიყო, ჩემი ინეტერესი ამ საქმეში იყო ნული!

  • მეგი ბაქრაძე არ გარდაიცვალა ვაქცინის გამო, ჩვენი კოლეგა იმიტომ დავკარგეთ, რომ სისტემა არის მახინჯი,, სისტემა არის დამნაშავე, სისტემა არის გამოსასწორებელი!

  • ასტრაზენეკას გამოყენება არ შეიძლება 55 წლის ქვემოთ ადამიანებისთვის!

  • ამერიკაში არ არის ასტრაზენეკა დარეგისტრირებული!

  • ნორგვეგიაში არ აღადგინეს ასტრაზენეკა!

  • ეპიდემიოლოგები პანდემიამდე არავის ახსოვდა და მათი შემოსავალი ძალიან მწირი იყო.

  • ,ვის ახსოვდა ეპიდემიოლოგი ქვეყანაში… 20 ლარი, დიახ, თვეში მხოლოდ 20 ლარი იყო მათზე კლინიკიდან გამოყოფილი. იმიტომაც, ერთი ეპიდემიოლოგი ერთდროულად 10 კლინიკაში მუშაობდა, რომ თვეში როგორმე 200 ლარი მაინც ჰქონოდა ხელფასი….

  • შემიძლია გავაკეთო ის, რასაც საქართველოში ვერავინ ვერ გააკეთებს, იმიტომ, რომ ხალხი არავის არ ენდობა! დამოუკიდებელი ექიმი არ არსებობს საქართველოში!

  • სამწუხაროდ, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც ვიცი სისტემა გარედან, ვიცი სისტემა შიგნიდან, ეს საქმე გამიკეთებია ძალიან ბევრ ქვეყანაში. გავაკეთებ საავადმყოფოების ძალიან მარტივ შეფასებას!

  • ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ათეულ ქვეყანაში მაქვს გაკეთებული ეს.

  • ორგანიზაცია დავაფუძნე „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“. ის ქვეყნები, სადაც კონფლიქტური მდგომარეობაა, ის ქვეყნები, რომლებიც ძალიან ღარიბები არიან, სადაც ჯერ არის მაღალი სტანდარტები, რადგან ფული არ არის, მაგრამ უნდათ მაღალი სტანდარტები, უნდა გაგვეკეთებინა შუალედური ხარისხის კონტროლი, ეს იქნებოდა გზა იმისკენ, რომ ამერიკული, ევროპული სტანდარტისკენ წასულიყო. საფუძვლად ავიღეთ ფრანგული სტანდარტები.

  • გიორგი ფხაკაძე თავისი ინციატივით დღეიდან დადებს ინდიკატორებს. საავადმყოფოებს ამას გავუკეთებ უფასოდ, კითხვარი იოლი შესავსებია. ის საავადმყოფო, რომელიც ამ კითხვარს ვერ შეავსებს, ის საავადმყოფო არის მკვლელი, საერთოდ არ მაინტრესებს, ეს საავადმყოფო ვის ეკუთვნის. ბაზისური ხარისხი რომ არის ქვეყანაში, ეს არის, რაც კლავს ჩვენს მოსახლეობას, ბევრი ადამიანი ჩადის საქართველოდან საზღვარგარეთ სამკურნალოდ! 551 მულტიფროფილური საავადმყოფოა თურმე საქართველოში. ყველაფერი იქნება საჯარო, რა საბუთებსაც წარადგენენ, იქნება საჯარო!

  • ამას ვერც ერთი მინისტრი ვერ კიდებს ხელს, ხარისხზე რომ უთხრა რომელიმე საავადმყოფოს, -ცუდია, მაშინ კარგავ პოლიტიკურად რაღაცეებს, მაშინ პარლამენტში კანონები უნდა გაიტანო.

  • ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ აფთიაქებს მიხედავს, ველოდებით. ველაპარაკე ხარისხზე, მუშაობენ, კი ბატონო, ვაცადოთ!

  • ვცდილობდი, დამერეგისტრირებინა ორგანიზაცია „აკრედიტაცია საქართველო“, ფრანგული ორგანიზაციის კუთხით ვაპირებდი, საჯარო რეესტრმა დაგვბლოკა, საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა ჩემი ორგანიზაცია.

  • ეს ორგანიზაცია არის პარიზში დარეგისტრირებული, ეს არის ფრანგული ორგანიზაცია. ამ სერტიფიკატს გასცემს ფრანგული ორგანიზაცია ფხაკაძის ხელმძღვანელობით პარიზიდან, იმიტომ რომ საქართველოში დაკარგულია ყველაფრის ნდობა.

  • ძალიან კარგი ამბავი მაქვს, გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშს ვამთავრებთ, უკვე მეხუთე წელია, რაც ამ თანამდებობაზე ვარ, 2 აპრილს მთავრდება ჩემი ტანჯვა. ორჯერ ვიყავი არჩეული ამ პოზიციაზე, ახლა უფრო ძლიერ კომისიას ჩავუყრით საფუძველს, რომელიც იქნება კიდევ უფრო ძლიერი დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულები ორგანო მსოფლიოში.

  • საჯაროდ დავდებ, იქნება 10 კითხვარი. ამ კითხვებზე უნდა გასცენ პასუხები! გამომიგზავნონ ანგარიში. მჭირდება ადამიანი მოხალისე, რომელიც იქნება ვიდეოკამერით და გადაიღებს, რომელმაც უნდა დამირეკოს. შემიძლია, დისტანციურად ვაკონტროლო ყველაფერი! მოემზადეთ საავადმყოფოები, – ვის დაგაჯდებათ „ფხაკაძის ბუზი“.

  • სხვა გამოსავალი არ არის! ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ჯანდაცვის სისტემა რომ დავალაგოთ. სხვანაირად არ გამოვა. ეს იქნება ნებაყოფლობითი.

  • ეს იქნება ძალიან მინიმალური ინდიკატორები, ეს გაიზრდება ყოველწლიურად. ინდიკატორი არის მაჩვენებლები. საქართველოში ძალიან ძლიერი ინდიკატორებით ვერ დაიწყებ იმიტომ, რომ საავადმყოფოების 90% დასახური იქნება.

  • პირველი არის გამჭვირვალობა, პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ვინ არის მფლობელი, ვინ არის ექიმი, ვინ არის ექთანი. წლიური ანგარიში უნდა იყოს დადებული, ფინანსური ანგარიში უნდა იყოს დადებული, რა აქვთ დასამალი?!

  • საყოველთაო ჯანდაცვიდან იღებენ ფულს, ეს არის ჩემი და თქვენი ფული!

  • ვალდებული ხარ, გახსნა შენი ყველა ფინანსური-ტექნიკური ანგარიში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, სად მიდის საზოგადოების ფული!

  • ძვირფასო კოლეგებო, მე ექიმთან არ მაქვს პრეტენზია, ექიმის ბრალი არ არის, ის რომ მუშაობს საშინელ სისტემაში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს! უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სისტემა! ამის გამკეთებელი კი ქვეყანაში არავინ არ არის!

  • ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს!

  • საჯაროდ ვაცხადებ, ნებისმიერ უნივერსიტეტს თუ აქვს სურვილი, გიორგი ფხაკაძე არის მზად, ჩაატაროს ლექციები როგორც მოწვეულმა პროფესორმა, დიდი სიამოვნებით ჩატავატარებ ლექციებს. მე მჯერა, რომ ერთადერთი გზა, ეს არის განათლება! მინდა, რაც შეიძლება ბევრ სტუდენტს მივცე ის ცოდნა, რაც მე მაქვს!განათლება და ჯანდაცვა ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Kommentarer


Post: Blog2_Post
bottom of page