top of page

ვორქშოფი „ქირურგიის საფუძვლები - ასეპტიკა/სტერილობა“. (SIGA-ს მე-3 ვორქშოფი)

20/01/2018

ავტორი: ირინა დათაშვილი

2017 წლის 20 იანვარს აიეტის ქირურგიის ინტერეს ჯგუფის (SIGA) მიერ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ვორქშოფი „ქირურგიის საფუძვლები - ასეპტიკა/სტერილობა“.


აღნიშნული ღონისძიება იყო რიგით მესამე SIGA-სთვის. ის შედგებოდა ორი - თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან. ვორქშოფი გრძელდებოდა 5 საათი და მონაწილეობა მიიღო 53-მა სტუდენტმა. ვორქშოფი გაიხსნა ლექციით რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს:


„ძირითადი ნაბიჯები აშშ-ს რეზიდენტურაში მოსახვედრად“ და „ქირურგიული საფუძვლები - ასეპტიკა/სტერილობა“. ლექციას უძღვებოდა SIGA-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ალექსანდრე ასათიანი.


ლექციის შემდგომ, სტუდენტები განაწილდნენ ჯგუფებად და თანმიმდევრობით გაიარეს პრაქტიკული ტრენინგი ქირურგიულ უნარებში - ქირურგიული ხელის დაბანა (უძღვებოდა ალექსანდრე ასათიანი, ასისტენტი - მარიამ ჯოჯუა და ავთანდილ ქოჩიაშვილი), ხელთათმანების ჩაცმა (უძღვებოდა მარიამ ჯაში, ასისტენტი - გიორგი წიბლიაშვილი), ქირურგიული ხალათის ჩაცმა (უძღვებოდა ლევან მაჩიტიძე, ასისტენტი - გვანცა ქოჩიაშვილი) და ლექცია აშშ-ს სხვადასხვა სარეზიდენტო პროგრამების თაობაზე (უძღვებოდა გიორგი საბახტარიშვილი, ასისტენტი - მიხეილ აწყვერელი)



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page