top of page

ზაფხული გვექნება კარგი, ყველა რეანიმაციული საწოლი იქნება თავისუფალი – ფხაკაძის პოზიტიური პროგნოზი

31/03/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში აპრილის თვე იქნება რთული, თუმცა თუკი მოსახლეობა დაწესებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს ზაფხული ყველასთვის იქნება კარგი. ფხაკაძე ვარაუდობს, რომ მაისის თვეში ქვეყანაში ყველა რეანიმაციული საწოლი განთავისუფლდება. „ევროპაში გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, საქართველოც ევროპის ნაწილია. ნახეთ, რა ხდება უკრაინაში, საფრანგეთში პორტუგალიაში, ჩეხეთში, ჩრდილოეთ კორეაში თუ არ არის ლოქდაუნი ეს არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ უნდა ვუყუროთ იქ სადაც რეალური ინფორმაციის მართვა ხდება და არა დაფარვა. ყველა დიქტატორულ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა არის სადაც მალავენ ან ამბობენ, რომ ვირუსი არ არსებობს. რეალობა ის არის, რომ ვირუსი იყენებს ამ საშუალებას და სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ის რაც არის. დაახლოებით მაისის ბოლოს, როგორც იყო შარშან, ალბათ ყველა რეანიმაციული საწოლი იქნება თავისუფალი, მე მაგის ძალიან დიდი იმედი და ზუსტად ეს სიცხე, კარგი ამინდი, ზაფხულის სამი თვე იქნება კარგი პერიოდი, ნამეტანი არ გავგიჟდეთ, კარგად გამოვიყენოთ და მოვემზადოთ სექტემბერ-ოქტომბრისთვის. ერთადერთი გზა, რაც არის ახლა არის ეს არის ორ მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე 5 წლიდან, ხელების ხშირი დაბანა, ტესტირება და რა თქმა უნდა ჯანდაცვის სისტემის რეფორმა. სხვანაირად ჩვენ წინ ვერ წავალთ – გავიხსნებით, დავიკეტებით და ისევ იგივე. ფაქტია, რომ ვირუსი ისევ ამოდის ზემოთ. აპრილი იქნება რთული და იმედი არის, რომ უკვე მაისის მესამე კვირაში ჩაცხრება და ზაფხული გვექნება კარგი, გემრიელი, დავისვენებთ ზღვაზე. ოღონდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil








2 views0 comments

Comentários


Post: Blog2_Post
bottom of page