top of page

ზოგი „ბალახების“ ექიმს მადარებს, ზოგი წინასწარმეტყველს… – გიორგი ფხაკაძე

18/05/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე, „პრაიმტაიმს“ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და პირადი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე, ექსკლუზიურად ესაუბრა:

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან

საზოგადოება, პანიკაში კი არ უნდა ჩავრდეს, ყურადღებით უნდა იყოს! გაიკეთებენ აცრას და მერე ქეიფობენ – ეს ყველაფერი, ყოვლად დაუშვებელია. ეს არ არის სახუმარო საქმე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს კვლევა, ჩემი ხომ არ არის, ამ ამბავში, მსოფლიოა ჩართული.

– გამოდის, რომ საზოგადოების ნაწილს, „ვაკუუმში“ ყოფნა ურჩევნია…

ელემენტარული ზრდილობა არ აქვთ, ზოგი „ბალახების“ ექიმს მადარებს, ზოგი წინასწარმეტყველს, ნახონ ჩემი ფბ-ის გვერდი და წაიკითხონ სად ვმუშაობ. სულ სხვა რამეს ვწერ და სხვას ავრცელებენ.

– ანტივაქსერობას გაბრალებენ…

ანტივაქსერი არის ადამიანი, რომელიც ვაქცინის წინააღმდეგია. მე რომ ანტივაქსერი მიწოდო, იგივეა, რომის პაპს ათეისტი. სამეთვალყურეო საბჭოს ფონდში ვარ, რომელიც 8 წევრისგან შედგება და სწორედ, ჩვენ მივიღეთ, მსოფლიოში ახალი ვაქცინის დანერგვის გადაწყვეტილება.

მე ვარ ადამიანი, რომელიც ახალ ვაქცინას ვამტკიცებ მსოფლიოში და ჩემზე ამბობენ, რომ ანტივაქსერი ვარ?

კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, მაგრამ უმეტესობა, მაინც ვერ იგებს – ვუხსნი, ვუღეჭავ, ვცდილობ არ გამოვიყენო სამდიცინო ტერმინოლოგია, როგორც სხვა ექიმები, რომლებიც სამდიცინო ენაზე საუბრობენ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/zogi-balakhebis-eqims-madarebs-zogi-tsinastsarmetkvels-giorgi-fkhakadze/


0 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page