ზურაბიშვილმა, ჩემი არ იყოს, ქართული კარგად არ იცის, მაგრამ ნამდვილი პოლიტიკოსია – გიორგი ფხაკაძე
22/05/2021

“რაც კარგია, ვაღიაროთ, მაგალითად, ჩვენმა პრეზიდენტმა, ჩემი არ იყოს, არ იცის კარგად ქართული, მაგრამ ნამდვილი პოლიტიკოსია”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ლაივჩართვისას განაცხადა. “გახსოვთ, რომ ვამბობდი, თანამდებობის პირები საჯაროდ უნდა აიცრან-მეთქი?! გამლანძღეს, დედაც მაგინეს. ქალბატონი პრეზიდენტი ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, ვინც ვაცინაციის პროცესში სწორად მოიქცა და საჯაროდ პირველი აიცრა. თან ისე დიპლომატიურად იხუმრა, დაბადების დღე მაქვს და დალევა თუ შეიძლებაო. ამით ხალხს ირიბად მიაწოდა ინფორმაცია, რომ ალკოჰოლის მიღება აცრისას არ შეიძლება” – განაცხადა ფხაკაძემ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil