top of page

"თავს გაუფრთხილდით, "ომიკრონით" ინფიცირების სიმპტომები ასეთია" - რას ურჩევს გიორგი ფხაკაძე...

03/01/2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2 იანვრისთვის, საქართველოში ლაბორატორიულად სულ დადასტურებულია ომიკრონის 147 შემთხვევა.


კოვიდ-19-ის ამ შტამის საგანგაშოდ სწრაფი გავრცელების მიუხედავად, მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში აცხადებენ, რომ პიკი გადალახეს და შემთხვევები ისევე სწრაფად იკლებს, როგორც იმატებს.


რა სიმპტომებით ხასიათდება ვირუსის ეს ვარიანტი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, იმისათვის, რომ საწყის ეტაპზე მიხვდეთ, არის თუ არა ეს შტამი “ომიკრონი” – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


“კორონავირუსის ომიკრონით ინფიცირების ადრეული სიმპტომებია:


📌სურდო 📌ცემინება 📌თავის ტკივილი 📌ყელის ტკივილი (ჩახეხილი ყელი) 📌ამ სიმპტომებს შეიძლება ზურგის ტკივილი დაემატოს 📌შემცივნება და/ან მაღალი სიცხე 📌ხველა 📌სისუსტე 📌კუნთების და/ან სახსრების ტკივილი


📌ყნოსვის და/ან გემოვნების დაკარგვა

📌პირღებინება/გულისრევის შეგრძნება

📌კუჭის აშლილობა”.


გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას პრევენციისთვის ასევე ურჩევს:


✅ გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ✅ დაიცავით დისტანცია ✅ გაანიავეთ დახურული სივრცეები ✅ აიცერით და ბუსტერი არ გამოტოვოთ ✅ თავს გაუფრთხილდით ✅ გისურვებთ ჯანმრთელობას”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქში”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page