21/08/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს:
„ერთი “მესიჯ ბოქსი” ვერ მოიფიქრეს. აბნევენ მოსახლეობას ისევ.
ფაქტია, რომ ახალი ვარიანტი ცირკულირებს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
ფაქტია, რომ საქართველოში არის უპრეცედენტო რაოდენობის ტურისტი (ძირითად იმ ქვეყნებიდან სადაც ამ ვარიანტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია).
თავს რატომ ვიტყუებთ ან სხვას რატომ ვატყუებთ?!
პრაქტიკოს ექიმებს შეეკითხეთ თუ რა მდგომარეობაა ამჟამად საქართველოში (მძიმე).
არავინ არ ითხოვს ლოკდაუნებს (არ დაუშვებენ), არავინ ითხივს ვაქცინაციას (არც აპირებენ ახალი ვაქცინის შემოტანას საქართველოში).
გაეცით სწირი რეკომენდაციები და მოსახლეობა თავად გადაწყვიტოს რა ქნას…
70 წელს გადაცილებული ქრონიკული პაციენტები არიან რისკის ჯგუფში
პირბადეს გამოიყენებთ თუ არა, ხელებს დაიბანთ თუ არა, ეს უკვე თქვენი გადასწყვეტია.“
„კოვიდის ახალი ქვევარიანტი შესაძლოა, საქართველოშიც იყოს, თუმცა ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა, ჯერ არ შეიძლება მტკიცება, რომ მასზე მოდის შემთხვევების 50%” - თენგიზ ცერცვაძე
კოვიდის ახალი შტამის EG.5-ის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული - ჯანდაცვის სამინისტრო
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments