top of page

თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა - "ჰერა 2011" -მა და კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის

24/05/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

აკრედიტაცია კანადის იფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა საქართველიში.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.


მთავრობის დადგენილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს, 2025 წლის იანვრიდანსაერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ავალდებულებს.


ხარისხიანი ჯანდაცვა, სამედიცინო სერვისები, კვალიფიციური პერსონალი და გამართული ინფრასტრუქტურა – ეს იმ სტანდარტების ნაწილია, რომელსაც კლინიკები უნდა აკმაყოფილებდნენ.


კლინიკებისთვის აკრედიტაციის გავლა ნებაყოფლობითია, თუმცა საყოველთაო პროგრამაში ჩართვისას ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება.


აკრედიტაციის ვადად 2025 წელია განსაზღვრული, პროცესი უკვე დაწყებულია და ამ ეტაპზე 11 კლინიკაა კანადური აკრედიტაციის პროგრამაში დარეგისტრირებული.


საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში გიორგი ფხაკაძე წარმოადგენს.


ორგანიზაციამ საქართველოში უკვე ჩამოაყალიბა ოფისი, რომელიც ქართველ ექსპერეტებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში დაეხმარებიან კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაში.


აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე მოუწოდებს კლინიკებს, დროულად დაიწყონ აკრედიტაციისთვის მზადების პროცესი, რასაც, შეიძლება რამდენიმე თვე ან წელი დაჭირდეს.


"ჰერა 2011" -მა და კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციამ Accreditation Canada ხელშეკრულება გააფორმა.

შეთანხმების ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები სამედიცინო მომსახურების ხარისხს, კლინიკებში არსებულ პროცესებს და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას შეაფასებენ - "ეი სი" წარმოადგენს არაკომერციულ საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს, რომელიც 60 წელზე მეტია მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.


კლინიკა „ჰერა“ დაარსდა 2001 წელს, იყო ერთ-ერთი პირველი კერძო სამშობიარო სახლი საქართველოში, რომელმაც დიდი პოპულარობა და სახელი მოიხვეჭა ქვეყნის მასშტაბით.


კლინიკა „ჰერა“ მუდმივად წინა ხაზზე იყო სიახლეების და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების დანერგვის კუთხით, მუდმივი ზრუნვა პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისთვის კლინიკის მთავარ ღირებულებად იქცა.


2011 წლიდან კლინიკა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, რკინიგზის სამშობიარო სახლთან გაერთიანებით, დაარსდა მრავალპროფილური კლინიკა „ჰერა 2011“, რომელშიც დაემატა ახალი სერვისები, გაიხსნა ახალშობილთა ინტენსიური განყოფილება NICU და ზოგადი ქირურგიული განყოფილება, კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებს გვაძლევს პაციენტებს გავუწიოთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა.


კლინიკის კოლექტივის მაღალი პროფესიონალიზმი საშუალებას იძლევა, კლინიკა მოემსახუროს ყველა ასაკის პაციენტს განურჩევად სქესისა და კლინიკის დევიზია „მხოლოდ პაციენტის ერთგულებით“.


კლინიკა მოიცავს შემდეგ სერვისებს: ახალშობილთა რეანიმაცია, ქირურგია, გინეკოლოგია, ამბულატორია.


კლინიკა მდებარეობს შემდეგ მისამართზე; - ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ.5.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе







12 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page