28/04/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
„1.დავიწყოთ ვაქცინაციით – რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ 1 მილიონი “ფაიზერის” ვაქცინის შემოტანას, ძალიან კარგია, მაგრამ შეგახსენებთ, საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის მინიმუმ 4 მლნ დოზაა საჭირო. ისიც გვახსოვდეს, – აცრა ჯერ ორჯერ არის საჭირო, ბოლო მეორე დოზიდან 5 თვის შემდეგ მესამე დოზაა გასაკეთებელი. სად არის ვაქცინების ეს რაოდენობა?
2.აქამდე რაც იყო შემოტანილი და გაკეთებული 10 000-20 000 დოზა, ეს ვაქცინაცია არ არის. იმისათვის, რომ მოსახლეობის 70% იყოს დაცული, საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის (18 წელზე ზემოთ) – 85%-90%-ის აცრა. ვაქცინა უნდა იყოს უსაფრთხო და ეფექტური. ჩვენ კი არც კარგი ვაქცინა და არც საჭირო რაოდენობა გვაქვს.
3.კიდევ ერთი პრობლემა – წამოვიდა კვლევები მსოფლიოს მასშტაბით, – ვინც პირველი დოზა გაიკეთა, იმ ადამიანების 8-10% მეორე დოზას აღარ იკეთებს. მოგმართავთ მათ, ვინც ვაქცინა უკვე გაიკეთეთ: – თუ დაიწყეთ ვაქცინაცია, უნდა დაამთავროთ პროტოკოლის მიხედვით, თუ არადა სხვა გამოწვევვების და პრობლემების წინაშე დავდგებით.
4. ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელია, – ჩინური ვაქცინა საქართველოში არაეფექტურია, რადგან აქ უკვე 90% ბრიტანული შტამი ცირკულირებს, რომელზეც ჩინური ვაქცინა არ მუშაობს. გადახედეთ, თურქეთში რა ხდება.
მთელი თურქეთი დაიკეტა, კოვიდაფეთქებაა, სადაც ჩინური ვაქცინით აიცრნენ. დასკვნა თავად გააკეთეთ!
5.საქართველოში მოსახლეობით მანიპულაცია ხდება. ჩემი დასკვნაა, ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობა მთავრობიდან მოდის. ნუთუ ვერ ხვდებით? ვაქცინა რომ ვერ შემოაქვთ, ხელს უწყობენ ანტივაქსერულ მოძრაობას. პოლიტიკოსები ადამიანების სიცოცხლეზე პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ.
6.დაფიქრდით, რას აკეთებენ,- ვაქცინა ფიზიკურად ვერ ჩამოაქვთ, მაგრამ ქმნიან ფონს, – ჩამოტანილი რამდენიმე ათასი ვაქცინით ვითომ ვაქცინაცია დაიწყო, ამის პარალელურად ანტივაქსერები ტელევიზიებში და სოცქსელებში აკეთებენ ანტივაქსერულ პროპაგანდას. ძალიან ჭკვიანურადაა ორგანიზებული ყველაფერი. ამ ბოლო დროს ტელეკომპანია „იმედზე“გასული გადაცემა პრაიმშოუ, ლინკი: https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=314223590376247
სადაც გაქანებული ანტივაქსერული პროპაგანდა მიდიოდა, იყო კულმინაცია. ყველაფერი გასაგებია,-ვინ ვის რას უკვეთავს და რატომ.
7.სხვათა შორის, იმედზე კარგი გადაცემებიცაა, მაგარლითად, „ფეიკნიუსი“.
8.ვირუსის შეჩერების მხოლოდ ორი მოდელია მსოფლიოში. ან ვაქცინაცია (როგორც ისრაელში და ბრიტანეთში), ან ჩაკეტვები (მაგალითად, ჩინეთში). სხვა მოდელი არ არსებობს. საქართველოში კი არის ვითომ ჩაკეტვები და ვითომ ვაქცინაცია. სინამდვილეში არც ერთს არ აკეთებენ.
9.სხვათა შორის, ძალიან გაბრაზებული ვიყავი დაავადებათა კონტროლის ცენტრზე. ვფიქრობდი, როგორ შეიძლება, გამოცდილმა ეპიდემიოლოგები ვერ ხედავდნენ, რა ხდება. აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი, ასრულებენ პოლიტიკურ დავალებას. რადგანაც ქვეყანაში ჩავარდნილია საერთაშორისო ურთიერთობები და ხელისუფლებას ვაქცინა ვერ ჩამოაქვს და ყველაფერი კეთდება, ეს სიტუაცია „გაპრავდეს“.
10.მინდა, ვცდებოდე, მაგრამ არ მაძლევენ საშუალებას, რომ გიორგი ფხაკაძე შეცდეს და ამ ბოლო დროს რასაც ვამბობ, ყველაფერი ხდება.
11.მე არც ერთი პოლიტიკური პარტიის მომხრე არა ვარ. გულწრფელად გეტყვით, ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიაში ვერ დავინახე ისეთი ხალხი, რომ, მაგალითად, დავურეკო და ვუთხრა, მომწონს , რასაც აკეთებთ, მინდა შემოგიერთდეთ და ქვეყნისთვის რაღაც სასიკეთო გავაკეთოთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ-თქო. იქნებ აწი მაინც ვინმე გამოჩნდეს. ქვეყანაში გვაქვს ორი პრობლემა – რუსეთი და კოვიდი, პოლიტიკოსები კი ამ დროს ერთმანეთს ხოცავენ. ადამიანი ქართულ პოლიტიკას ვერ ვიგებ!
12.მთავრობასთან შექმნილ საბჭოებზე, ვაქცინაციის საბჭო და კიდევ იმ 82 ექსპერტზე, რომელმაც ვაქცინაციის გეგმა დაწერა, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: – ყველაფერი ეს ოდესმე დამთავრდება და შემდეგ როგორ აპირებთ ხალხისთვის თვალებში შეხედვას?! მე თვალებში ყველას თამამად შევხედავ, მე დასამალი არაფერი არ მაქვს.
13.რაც შეეხება კოვიდპასპორტებს, ეს მსოფლიო აფიორაა, ფულის გაკეთების და კორუფციის წყარო. საქართველოში ვაქცინაციის საბუთს ქაღალდზე რომ წერენ, ეს საერთოდ ნონსენსია, თანამედროვე მედიცინაში ყველაფერი უნდა იყოს ელექტრონული.
14.დავუბრუნდეთ კოვიდპასპორტს, – შეკითხვა მაქვს, რამხელა ვალიდურობა აქვს ვაქცინებს?! მაგალითად, ერთმა გაიკეთა „ასტრაზენეკა“, მეორემ „ფაიზერი“ და მესამემ ჩინური ვაქცინა. ერთი იქნება დაცული 90%-ით, მეორე – 70%, მესამე – დაახლოებით – 25%. სამივესთან სხვადასხვაა რისკი, რომ ვირუსი გაავრცელონ და ერთნაირი პასპორტი უნდა მივცეთ? ან კიდევ, იმ ადამიანებთან როგორ ვიქცევით, კოვიდი ვინც უკვე გადაიტანა? – არ ვაძლევთ პასპორტს? მე, მაგალითად, ამ 4 ადამიანიდან პასპორტს მხოლოს იმას მივცემდი, ვინც გადაიტანა კოვიდი და ვინც ფაიზერით აიცრა.
15.რაც შეეხება ინდოეთს, ჩემი ვარაუდით, საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია. მალე, ალბათ, ოფიციალურადაც დამეთანხმებიან, ხომ გახსოვთ, იანვარში რომ ვთქვი, ბრიტანული შტამი შემოვიდა-თქო, გამლანძღეს, დღეს კი თვითონვე ამბობენ, ბრიტანული შტამი 90%-ითაა გავრცელებული.
16.თურქეთმა ქვეყანა ჩაკეტა. მათ ეკონომიკას ძალიან სჭირდებოდა ტურისტები, მაგრამ ჩაკეტეს. დაფიქრდით. თურქეთი, რომელიც ძალიან ბიზნესორიენტირებული ქვეყანაა, თურქეთის მთავრობა, რომელიც ძალიან ორიენტირებულია ტურიზმზე, ჩაკეტვის გადაწყვეტილებას იღებს. არ დაგავიწყდეთ, თურქეთში მასიურად ხდებოდა ვაქცინირება ჩინური ვაქცინით.
17.რაც შეეხება ინდოეთს, არაერთი კვლევა ჩატარდა, რამაც აჩვენა, რომ რეალურად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 30-ჯერ მეტია, ვიდრე ტესტირების შედეგადაა გამოვლენილი.
18.ინდოეთში ახალი შტამი ვრცელდებოდა ოქტომბრიდან, მაგრამ გარკვეულმა შტატებმა დამალეს სტატისტიკა, რადგან 5 შტატში არჩევნები იყო ჩასატარებელი. ასევე ჩატარდა დიდი რელიგიური დღესასწაული. ესეც პოლიტიკური ნაბიჯი იყო, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და უსაფრთხოა. ხუთ შტატში ჩატარებული არჩევნებისა და ამ დიდი რელიგიური რიტუალის გამო ქვეყანაში აფეთქდა ეპიდსიტუაცია. ეს არის მწარე მაგალითი, როგორ არ უნდა მოიქცნენ ქვეყნები.
19.ვინაიდან ინდოეთის მთავრობა მალავდა ვირუსის სტატისტიკას პოლიტიკური მიზეზების გამო, ოქტომბრიდან ინდოეთის მოქალაქეები მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ და გადაჰქონდათ ვირუსი. დღეს უკვე 20 ქვეყანაში დაქფისირდა ეს ვირუსი, ჩვენთან ლაბორატორიებმა რომ კვლევები დაიწყონ, ამ ვირუსს იპოვიან. საქართველოში აფეთქება იმიტომაა, რომ გვაქვს ინდური და ბრიტანული შტამი ერთად.
20.საქართველოში ბევრმა საავადმყოფომ უკვე იცის, როგორ მართონ კოვიდპაციენტები, არ არის დიდი სიკვდილიანობა, მაგრამ უკვე გადაივსო კლინიკები, არ არის საკმარისი ჟანდგბადი. რამდენი ხნის წინ ვამბობდი, მობილიზაცია გავუკეთოთ სამედიცინო დაწესებულებებს, მოვამზადოთ ჟანგბადი-თქო. არ გაშინებთ, ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია, უნდა მოვემზადოთ.
21.აღდგომა ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ჩემთვის. დედაჩემის საფლავზე მისვლა, ეს არის სხვანაირი კავშირი, როცა დედას აკითხავ, გაესაუბრები და მოუყვები, რა მოხდა. ძალიან მინდოდა წელს აღდგომაზე ჩამოსვლა, მაგრამ არ გამოვიდა, ყველაფერი გადმოატრიალა ინდურმა შტამმა და ეს უკვე ინდოეთის მთავრობის მავნებლური პოლიტიკაა და ესენი მართლა დასასჯელები არიან.
22.რაც შეეხება გამოსავალს: – გამოსავალი ყოველთვის არის. ერთი წელიწადია გეუბნებით – სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან, 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. თუ გინდათ, ქვეყანა არ დაიქცეს, დაიცავით წესები. ზედმეტად არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაქსიმალურად ფეხით იარეთ.
23.ტურიზმი კარგა ხნით დაივიწყეთ. ტურიზმი, როგორც სექტორი, არის მკვდარი მთელ მსოფლიოში, გარდა რამდენიმე კუნძულისა. ჩამოვა რამდენიმე ათასი რუსი ტუირისტი და გაგივრცელებს ვირუსს. გიღირთ? არის გზები, რომ გარკვეულწილად წესების დაცბვით ამუშავდეს, შევთავაზე, მაგრამ ვინ მოგისმინა.
24.ბიზნესმენებს მოგმართავთ, ეს პრობლემას კიდევ კარგა ხანი იქნება. მინიმალიზაცია გააკეთეთ, ოპტიმიზაცია გააკეთეთ, რისიც შეიძლება, ფრთხილად იყავით ახალ ინვესტიციებზე და გეგმებზე, მაქსიმალურად შეეცადეთ, შეინარჩუნეთ ხალხის, ვინც გყავთ.
25.ერთ პრობლემაზეც უნდა ვილაპარაკო – როგორ შეიძლება, კოვიდკლინიკებში ექთანს 300 ლარი ჰქონდეს ხელფასი? ექთანი 5 ადგილზე მუშაობს, ხელფასი რომ დააგროვოს, და დრო და რესურსი არ რჩება უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის. ასეთ სამედიცინო ბიზნესს ვუწოდებ მავნებლებს. ამ სამედიცინო ბიზნესის მესვეურებს მოგმართავთ – ბონუსებს რომ ირიგებთ, მიხედეთ სამედიცინო პერსონალს!
26.საზოგადოებასაც მივმართავ: – როცა რაიმე ხდება, ლანძღავენ ექიმს და ექთანს, ყველა გადაიღალა, ხალხიც, მედპერსონალიც. ექიმი და ექთანი კი არ უნდა გალანძღო, არამედ ის, ვინც პირბადე არ გაიკეთა, დისტანცია არ დაიცვა და ვირუსი გაავრცელა.
27.ჩვენი ექიმები, ექთნები და სანიტრები არიან ომის წინა ხაზზე. ეს არ არის გმირობა, ეს არის მათი პროფესია, მაგრამ ეს არის ძალიან საპატიო პროფესია. ნუ შევრაცხავთ გმირებად, ვცეთ პატივი. ჩვენ მაგათი დახმარება ძალიან გვჭირდება. აქვთ შეცდომები, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ არ ვარგა ჯანდაცვის სიტემა, ჯანდაცვის სამინისტრო, თორემ ჩვენ ძალიან კვალიფიციური სამედიცინო პესრონალი გვყავს ძირითადად!
28.ნუ გახდება ნურავინ ვირუსის გამავრცელებელი – თუ ვინმე პოლიტიკოსი ფიქრობს ქვეყანაზე, ხალხს თავყრილობისკენ კი არ მოუწოდოს პანდემიის დროს, არამედ გააკეთოს ინტერნეტ ჩართვები, ლაივჩართვები, ისე უთხრას ხალხს სიმართლე და საათქმელი. ფხაკაძემ შეძლო ფეისბუქიის ლაივებით პირბადეების ფასის დაწევა, შეგახსენებთ!
29. ჩემი რჩევა საზოგადოებას – ვირუსს შევხედოთ თვალებში და ვუთხრათ – მე არ მეშინია შენი. მე ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ შენ არ გავრცელდე და არ გამრავლდე. მე შეგაჩერებ შენ. ჩემს ოჯახში, ჩემს სადარბაზოში, ჩემს უბანში, ჩემს ქვეყანაში ვერ გამრავლდები. მორჩა!
30. იფიქრეთ ახალ ცხოვრებაზე, ძველი ცხოვრება აღარასდროს დაბრუნდება, იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე. გადაეწყვეთ!
31. ჯანდაცვა ჩააბარეთ არაპოლიტიკურ ექსპერტებს, პროფესიონალებს, პოლიტიკასთან აფილირებული დარგს არ გააკაროთ. პოლიტიკასთან ნული შეხება ვისაც აქვს, იმას ჩააბარეთ ჯანდაცვა, თუნდაც მე, გიორგი ფხაკაძეს – ვიკეთებ რეკლამა!
32. და ბოლოს, ჩვენ გვჭირდება ხარისხიანი ჯანდაცვა, არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი. „საქართველოს აკრედიტაციის იბნიციატივა“ ამიტომაც წამოვიწყე, პროცესი რთულად, მაგრამ წინ მიდის. ეს გვჭირდება ყველას ერთად!
33. იფიქრეთ ბევრი, რაც მეტს იფიქრებთ, უკეთეს გამოსავალს ნახავთ!“
29 აპრილიდან 17 მაისამდე, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად თურქეთში სრული ლოქდაუნი გამოცხადდება.
ყველა საქალაქთაშორისო მოგზაურობა დაექვემდებარება ნებართვას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს 50%-იანი ტევადობით.
ეს განცხადება თურქეთი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სამსაათიანი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ანკარაში გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, – „ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ. თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე. გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, – მივიღებთ 43 ათას „ასტრაზენეკას” 30 აპრილისთვის. წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან” მოლაპარაკება, დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული „სინოფარმის” მხრიდან ივნისში.
გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – 18 წლის ზევით მოქალაქეებისთვის დღეს, 20:00 საათზე გაიხსნება პორტალი, სადაც მათ შეეძლებათ დარეგისტრირება ვაქცინაციისთვის. ამის საფუძველი გახლავთ, რომ არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის „სინოფარმი“ არის უსაფრთხო ვაქცინა. საბჭო დაეყრდნო საერთაშორისო გადაწყვეტილებას და შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, აიცრან „სინოფარმით“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:
„ორშაბათს იმუნიზაციის საბჭო განიხილავს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთს, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები, ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:
„უახლოეს მომავალში საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა დაინერგება. მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტში უნდა აისახოს – ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია, რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა, ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც“.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
Comments