top of page

თუ ეს ვაქცინა არ იქნებოდა ძალიან უსაფრთხო, არავინ მიაკარებდა მას 2 წლის ბავშვებს – რომელ ვაქცინას...

01/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, “რუსთავი 2”-თან, რამდენიმე დღეში უკვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ 12 წლიდან PFIZER-ის ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი გახდეს.


გიორგი ფხაკაძე:


“რამდენიმე დღეში უკვე იქნება გადაწყვეტილება, რომ 12 წლიდან PFIZER-ის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ PFIZER-ის. აქვე უნდა დავამატო, ASTRAZENECA-ს კვლევა ახალგაზრდებში ჩავარდა. აქაც იყო კვლევები 12-16 წლის მოზარდებში და სამწუხაროდ არ იყო ეფექტური.


კიდევ ერთი ახალი ამბავი მაქვს, რომ PFIZER-ის ვაქცინა არამარტო 12 წლის ასაკიდან უკვე აჩვენა, რომ ეფექტურია, არამედ კვლევები მიმდინარეობს უკვე 2 წლის ასაკიდან. თუ ეს ვაქცინა არ იქნებოდა ძალიან უსაფრთხო, არავინ არ მიაკარებდა მას 2 წლის ბავშვებს.


კლინიკური კვლევები მიმდინარეობს და იმედია, რომ პირველი ინფორმაცია იქნება ზაფხულის ბოლოსათვის. კანადასა და აშშ-ში უკვე ცრიან 12 წლის ბავშვებს PFIZER-ის ვაქცინით”


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



 
 
 

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page