top of page

“თუ რევოლუციის გაკეთება გინდათ, გააკეთეთ, თუ არადა ხალხის დაღლა რუსეთის ინტერესებშია – როგორც კი...

12/08/2021

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე


კიდევ ერთი რამ, რაზეც ასევე უნდა იფიქროს საზოგადოებამ და რაზეც არც ოპოზიცია, არც პოზიცია და არავინ საუბრობს:


რუსეთი და ჩინეთი უზარმაზარი გავლენების მოხდენას ცდილობენ მსოფლიოზე, სწორედ ანტივაქსერებით. რუსეთს ახლა აწყობს, რომ სახელმწიფოები პანდემიური პრობლემებით დაკავდეს და ანტივაქსერებზე იყოს მობილიზებული. რა უნდა ამ კამპანიის წარმოებას? ერთი მილიონი რომ გამოჰყოს რუსეთმა ერთი ქვეყნისთვის და იმ ქვეყანაში ყველა მედიას გადაუხადოს 5-10 ათასი დოლარი და წერონ სტატიები და აკეთონ სიუჟეტები – ამის გაკეთება რთულია?
როცა ემზადება საომრად და სჭირდება, რომ მისი მეზობელი ქვეყნები სხვა პრობლემებით დააკავოს, მილიონი დოლარის გამოყოფა რაღა გახდება რუსეთისთვის? ცალკე გამოსაყოფია ჯგუფები და გვერდები სოციალურ ქსელში…

იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია ახლა ამაზე საუბრით იყოს დაკავებული, ლაპარაკობენ ყველაფერზე ამის გარდა. თუ რევოლუციის გაკეთება გინდათ, გააკეთეთ, თუ არადა დაგვანებეთ თავი. დაიღალა ხალხი და ხალხის დაღლა მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.


ხვალ რომ რუსთაველზე რუსი დადგეს, შესაძლოა, ხალხი აღარ გამოვიდეს გარეთ, იმიტომ რომ ისინი უკვე ძალიან გადაიღალნენ…

ამ გადაღლამ შეიძლება ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს. უმძიმესი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა და პარალელურად, სწორედ ახლა შეგვიძლია, ეს მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობა საჩვენოდ გამოვიყენოთ და ჩვენი სიტყვა ვთქვათ.

რუსეთი გეგმავს უკრაინასთან ომის დაწყებას, მობილიზებული აქვს მთელი სამხედრო ძალები უკრაინის საზღვართან. ვინმე საუბრობს იმაზე, საქართველო რას აპირებს ამ მდგომარებაში? ახლა რეალურად გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების დრო. როგორც კი რუსეთი ომს დაიწყებს უკრაინასთან, ჩვენ უნდა შევიდეთ სოხუმსა და ცხინვალში.

ამაზე უნდა საუბრობდნენ ახლა პოლიტიკოსები, ამ შანსის გამოყენებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი. რუსეთი თითქმის მთელ სამხედრო ძალებს გადაისვრის უკრაინისკენ და როგორც კი შევა უკრაინაში, ჩვენ უნდა შევიდეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ამით უკრაინასაც დავეხმარებით თავისთავად და ჩვენ საქმესაც გავაკეთებთ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




6 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page