top of page

„თუ ტარიფების ინდექსაცია არ მოხდება, ეს კლინიკებისთვის დიდი ფინანსური დარტყმა იქნება“

Updated: Jun 30, 2023

18/06/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

"ჯანდაცვის ასოციაციის" წევრმა 100-მა კლინიკამ ზურაბ აზარაშვილს ღია წერილით მიმართა, სადაც საუბარია ტარიფების ინდექსაციის საკითხზე, რასაც, ხელმომწერების განცხადებით, კლინიკების ფინანსური მდგრადობა და წარმატებული ფუნქციონირება ემყარება.


წერილის ავტორები ამბობენ, რომ თუ ტარიფების ინდექსაცია არ მოხდება, ეს კლინიკებისთვის დიდი ფინანსური დარტყმა იქნება. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა "იმედის" ეთერში აღნიშნულ კლინიკებს უპასუხა, რომ მათი ტარიფების გადასახედად სამინისტროს მყარი არგუმენტაცია სჭირდება, რადგან ბიუჯეტის თანხები იხარჯება და დასძინა, რომ სამინისტრო DRG-სისტემის შემოღებაზე უკვე მუშაობს, რაც მისი მოსაზრებით, სამართლიანი სატარიფო სისტემაა. "ტარიფები შეიძლება გადასახედი იყოს, მაგრამ ამისათვის მყარი არგუმენტაცია გვჭირდება, რადგან ბიუჯეტის თანხები იხარჯება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ თანხები, რომლებიც ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე იხარჯება ადეკვატური და სამართლიანია.


ამ ტარიფის მიხედვით ესა თუ ის კლინიკა ორიენტირებული უნდა იყოს პაციენტის მომსახურების ხარისხზე შესაბამისი მომსახურება მიაწოდოს. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი ნაბიჯი დავგეგმეთ და ახლაც სამედიცინო კლინიკებთან და სხვადასხვა ქსელებთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.


ჩემს მოადგილეებს ამ თემებზე სრული დელეგირება აქვთ და ისინი მათთან ერთად ცდილობენ შემოიტანონ მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე სამართლიანი სატარიფო სისტემა, რომელიც DRG-სისტემის სახელწოდებითაა ცნობილი. პარალელურად, ჩვენ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო, როგორც მომსახურების, ასევე ხარისხთან დაკავშირებული სტანდარტების დანერგვას ვგეგმავთ. როცა ხარისხთან დაკავშირებული და ტარიფის გადახედვის პირობა შესრულდება ჩვენ და ჩვენი მოქალაქეები სრულად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მათ უმაღლესი ხარისხის მომსახურება ეწევათ და ანაზღაურებაც ადეკვატურია", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


16 views0 comments

댓글


Post: Blog2_Post
bottom of page