top of page

„თქვენი საკუთარი თავი არ გეცოდებათ, ჩვენმა პატარა ანგელოზებმა რა დააშავეს“ – რა ფოტოს აქვეყნებს...

06/09/2021

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:


„კარგით, თქვენი საკუთარი თავი არ გეცოდებათ, ჩვენმა პატარა ანგელოზებმა რა დააშავეს


ჩვენი პატარები როდემდე უნდა იყვნენ სამედიცინო პირბადეებში


აიცერით და მიეცით საშუალება პატარებს, რომ ისუნთქონ სუფთა ჰაერი


სანამ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 70% არ აიცრება, პირბადე უნდა იყოს სავალდებულო 2 წლის ასაკიდან


გეყოთ სექტობანას თამაში (სექტები ძირითადად ადამიანის ემოციებზე და შიშზე თამაშობენ, რომ საბოლოოდ ფული იშოვონ თქვენზე)


გეყოთ “მე ვიცი ყველაფერი” თამაში (მსოფლიოში მხოლოდ რამდენინე ათეული ძლიერი წამლის მარეგულირებელია და მათ იციან თავისი საქმე და თქვენ ჯობს, თქვენს საქმეს მიხედოთ)!


გეყოთ “შეთქმულების თეორიები”, გეიტსი/ფაუჩი/ფხაკაძე მასონურ/ეშმაკისეურ/სატანისტურ” უაზრო თეორიებზე საუბარი (რამე თუ არ იცი ან ვერ იგებ, არ ნიშნავს, რომ ის “ეშმაკისეულია”. ამის მსგავსად შუა საუკუნეებში ცეცხლზე წვავდნენ განათლებულ ხალხს, რომელი საუკუნეა ახლა?)!


გეყოთ “ვაქცინაში რა არის” (ეს ინფორმაცია საჯაროდ დევს წამლის სააგენტოების ვებგვერდებზე)!


გეყოთ – “რას ქვია სავალდებულო ვაქცინაცია” (რეგისტრირებულია ვაქცინა, ახლა მხოლოდ ფაიზერია რეგისტრირებული ამერიკაში, საჭირო და ზოგ შემთხვევაში აუცილებრლიც არის სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალში, პედაგოგებში, ჯარშიი და ასე შემდეგ და ეს უკვე ხორციელდება ამერიკაში და ევროპაში)!“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page