top of page

„თქვენი საკუთარი თავი არ გეცოდებათ, ჩვენმა პატარა ანგელოზებმა რა დააშავეს! ჩვენი პატარები როდემდე...

06/09/2021

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სანამ ზრდასრული მოსახლეობის 70% არ აიცრება, მანამდე პირბადის ტარების ვალდებულება ორი წლის ასაკიდან უნდა იყოს.

გიორგი ფხაკაძე:

„კარგი, თქვენი საკუთარი თავი არ გეცოდებათ, ჩვენმა პატარა ანგელოზებმა რა დააშავეს ❗️

✅ჩვენი პატარები როდემდე უნდა იყვნენ სამედიცინო პირბადეებში❗️

✅აიცერით და მიეცით საშუალება პატარებს, რომ ისუნთქონ სუფთა ჰაერი❗️ ✅სანამ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 70% არ აიცრება, პირბადე უნდა იყოს სავალდებულო 2 წლის ასაკიდან 😞

✅გეყოთ სექტობანას თამაში (სექტები ძირითადად ადამიანის ემოციებზე და შიშზე თამაშობენ, რომ საბოლოოდ ფული იშოვონ თქვენზე)❗️

✅გეყოთ “მე ვიცი ყველაფერი” თამაში (მსოფლიოში მხოლოდ რამდენინე ათეული ძლიერი წამლის მარეგულირებელია და მათ იციან თავისი საქმე და თქვენ ჯობს, თქვენს საქმეს მიხედოთ)❗️

✅გეყოთ “შეთქმულების თეორიები”, გეიტსი/ფაუჩი/ფხაკაძე მასონურ/ეშმაკისეურ/სატანისტურ” უაზრო თეორიებზე საუბარი (რამე თუ არ იცი ან ვერ იგებ, არ ნიშნავს, რომ ის “ეშმაკისეულია”. ამის მსგავსად, შუა საუკუნეებში ცეცხლზე წვავდნენ განათლებულ ხალხს, რომელი საუკუნეა ახლა?)❗️

✅გეყოთ “ვაქცინაში რა არის” (ეს ინფორმაცია საჯაროდ დევს წამლის სააგენტოების ვებგვერდებზე)❗️

✅გეყოთ – „რას ჰქვია სავალდებულო ვაქცინაცია“ (რეგისტრირებულია ვაქცინა, ახლა მხოლოდ „ფაიზერია“ რეგისტრირებული ამერიკაში, საჭირო და ზოგ შემთხვევაში აუცილებელიც არის სავალდებულო ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალში, პედაგოგებში, ჯარში და ასე შემდეგ და ეს უკვე ხორციელდება ამერიკაში და ევროპაში)❗️“



2 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page