10/08/2021
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს რომ აიცრან, რადგან ვაქცინაცია არის გამოსავალი, რომ დროულად დავამარცხოთ პანდემია.
როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, მას ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ აქვთ სხვადასხვა დაავადება, არიან ალერგიულები.
ჯანდაცვის ექსპერტი მიმართავს მათ და მოუწოდებს, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაში არის აუცილებელი ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაცია ბევრი დაავადების გართულებისგან იცავს.
პროფესორი ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მათ სინდისზეა ამდენი გარდაცვლილი ადამიანი.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comentarios