top of page

"იმედია სხვა რამის თქმა უნდოდა ბატონ ცერცვაძეს" - გიორგი ფხაკაძე თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს

04/07/2021

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირეტქორის განცხადებას, “ფაიზერის” ვაქცინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პროფესორი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება.


შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ შეუძლებელია ყველა „ფაიზერით” აიცრას და ეს იგივე იქნებოდა ყველას „მერსედესის“ ბოლო გამოშვება მოენდომებინა.



“იმედია სხვა რამის თქმა უნდოდა ბატონ ცერცვაძეს,


იმედია, კონტექსტიდან არის ამოღებული,


და ისე ხო … მართალია… რითი აიცრა ბატონი ცერცვაძე?! როგორც ცნობილია ფაიზერით!


ერთადერთი გზა, რომ შევაჩეროთ დელტა ვარიანტი ეს არის მაღალ ეფექტური ვაქცინები … ფაიზერი ჩემო ბატონო.


ფაიზერის ვაქცინა ეს არ არის ბოლო გამოშვების მერსედესი, ფაიზერი არის უბრალოდ “მანქანა”, დანარჩენი კი “ხრიკები”…


წაიკითხეთ ჩემი ბოლო სტატუსები და მიხვდებით რომ ეს ასე არის.


მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს გამოთქმა ბატონი ცერცვაძის არის კონტექსტიდან ამოგდებული…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page