top of page

ინდური შტამი პირდაპირ ურტყამს ბავშვებს და მოზარდებს – გიორგი ფხაკაძე

01/06/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფში ფართოდ არის გავრცელებული. ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ფხაკაძე ამბობს, ინდოეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, ვირუსის ყველაზე დიდი გამავრცელებელი ბავშვები იყვნენ.

  • უნდა ვისწავლოთ შეცდომაზე, ვაღიაროთ და სხვები გავაფრთხილოთ … – გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა სამედიცინო დაწესებულებაში არ უნდა შედიოდეს

ფხაკაძე გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავს და ამბობს, რომ საქართველო ამერიკის და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციას უნდა ენდოს.

„როგორც „ბრიტანულმა“ შტამმა შთანთქა „ვუჰანური“ შტამი, ასევე გადაყლაპავს „ინდური“ „ბრიტანულს“. ეს ნორმალური ევოლუციური პროცესია. ინდური შტამის ყველაზე დიდი ვერაგობა ის არის, რომ პირდაპირ ურტყამს ბავშვებს და მოზარდებს.

არაერთი კვლევა ჩატარდა, თვითონ ინდოეთშიც კი. ინდოეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ბავშვები იყვნენ ყველაზე დიდი გამავრცელებლები. 20 ათასი ბავშვი გამოიკვლიეს, “,- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/induri-shtami-pirdapir-urtkams-bavshvebs-da-mozardebs-giorgi-fkhakadze/


0 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page